ექსპერტი: საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა რძის ნაკლებობაა
"ვიდრე საქართველოში არ შეიქმნება დიდი მერძეული ძროხის ფერმები და არ გაიაფდება რძე, ნატურალური რძისგან იმერული ყველის წარმოება არამომგებიანია", — აღნიშნა ირაკლი ჩიქავამ.
2015 წელს საქართველოში ყველის მთლიანმა წარმოებამ 68,5 ათასი ტონა შეადგინა.
ამ მაჩვენებელში ოჯახურ მეურნეობაში წარმოებული ყველის წილი 93% იყო, შესაბამისად, ქარხნების მიერ წარმოებული ყველის წილი — მხოლოდ 7%.