ბათუმში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა
"დღეს მინისტრების დანიშვნას ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება ესაჭიროება და ეს აღარ იქნება საჭირო მთავრობის ფორმირების პროცესში, რაც არის მნიშვნელოვანი", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ბათუმში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებებზე 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. ის ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს.