აქცია „უკვდავი პოლკი" თბილისში პირველად ჩატარდება

© Sputnik, Alexander Imedashviliგამარჯვების დღე
გამარჯვების დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასმა მეომარმა მიიღო მონაწილეობა. მათ შთამომავლებს თბილისის ხსოვნის აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში აქცია „უკვდავი პოლკი" 9 მაისს ვაკის პარკში პირველად ჩატარდება, განუცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა „Sputnik-საქართველოს".

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ომის ვეტერანთა შთამომავლები, საქართველოს ვეტერანთა ორგანიზაციები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. მსვლელობა ვაკის პარკის შესასვლელთან 11:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

უკვდავი პოლკი - Sputnik საქართველო
ქართულ დიასპორას აქციაში „უკვდავი პოლკი" მონაწილეობისთვის იწვევენ

აქციის ჩატარების ინიციატორია საზოგადოებრივი მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია", რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის საზოგადოებრივ სამოქალაქო-პატრიოტულ მოძრაობასთან „რუსეთის უკვდავი პოლკი".

„ვინც აქციაზე მოვიწვიეთ, მათგან ბევრმა სურვილი გამოთქვა, კიდევ ერთხელ მიაგოს პატივი დაღუპულთა ხსოვნას — თავიანთი ბაბუების, მამების პორტრეტებით, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში, მარადიულ ცეცხლამდე მცირე მსვლელობა მოაწყოს, აჩვენოს ახლგაზრდებს, რომ იმ მეომრების ხსოვნა, რომლებმაც მთელ მსოფლიოს თავისუფლება მოუტანეს, დავიწყებული არ არის", — განაცხადა ანტიფაშისტური კოალიციის თავმჯდომარემ რევაზ გოგიძემ.

„უკვდავი პოლკი" მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა ხსოვნის პატივსაცემად საზოგადოებრივი აქციაა, რომელიც ყოველ წელს 9 მაისს იმართება.

აქცია „უკვდავი პოლკი" გამარჯვების დღეს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ტარდება — ეს არის მსვლელობა, რომლის დროსაც ადამიანებს მიაქვთ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ნათესავების ფოტოები. პირველი ასეთი აქცია ტომსკში 2011 წელს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0