ზუგდიდიში თამბაქოს საწყობში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება აფეთქების მიზეზების დასადგენად.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. აფეთქება მოხდა კვირას, ღამით ზუგდიდში, თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ტელეომპანია „Rustavi 2" იტყობინება. 

აფეთქება იმდენად ძიერი იყო, რომ მთლიანად დაინგრა შენობა, რომელშიც საწყობი იყო განთავსებული, და გაჩნდა ხანძარი. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა გვერდით მდებარე თხილის მცირე ქარხანა. ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა შემთხვევის ადგილზე მამაკაცის — საწყობის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს. იგი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაიწყო გამოძიება „სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების“ მუხლით. 

ყველა ახალი ამბავი
0