საფრანგეთში სუსტი მოდელები სამსახურს დაკარგავენ

გამოწერა
საფრანგეთში დამსაქმებლებს, რომლებიც ძალზე სუსტ მოდელებს აიყვანენ სამსახურში, პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საფრანგეთში ნაკლები წონის მოდელების დასაქმება აკრძალეს — ქვეყანაში შესაბამისი კანონი ძალაში უკვე შევიდა, იუწყება სააგენტო РИА Новости ტელეკომპანია BBC-ზე დაყრდნობით. 

მარიამ შარაშიძე - Sputnik საქართველო
ქართველმა ახალბედა მოდელმა იტალიის სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოდელებმა ექიმებისგან ცნობა უნდა წარმოადგინონ იმის შესახებ, რომ მათი სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებშია.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ მარისოლ ტურენის  სიტყვებით, აღნიშნული კანონი მიმართულია კვების დარღვევებისა და  სილამაზის მიუწვდომელი იდეალების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.

დამსაქმებლებს, რომლებიც დაარღვევენ კანონს, 75 ათას ევრომდე ჯარიმა და ნახევარი წლით პატიმრობა ემუქრებათ.

გარდა ამისა, კანონის თანახმად, 1 ოქტომბრიდან მასმედიაში გამოქვეყნებულ მოდელების ყველა დამუშავებულ და დაუმუშავებელ ფოტოებზე  უნდა იყოს წარწერა „დაუმუშავებელი ფოტოსურათი“.


ყველა ახალი ამბავი
0