თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ბერძენმა სამართალდამცველებმა 9-დღიანი ძებნის შემდეგ, 36 წლის დიანა ბერიძის ცხედარი სალონიკთან ახლოს, ტყეში დანაწევრებული იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „Rustavi2“.
36 წლის დიანა ბერიძე სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. 9 დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ცხედარი კუმძულ ჰალიდიკის ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი იმდენად დაზიანებულ იყო, რომ მისი იდენტიფიცირება ოჯახმა მხოლოდ სვირინგის საშუალებით შეძლო.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექიმთან ოპერაციაზე მისული დიანა ბერიძე ბრალდებულმა სალონიკში მდებარე იპოკრატიოს კლინიკის ერთ-ერთ ოთახში 26 აპრილს მოკლა, მოგვიანებით კი დანაწევრებული ცხედარი კლინიკიდან ფარულად გაიტანა და საკუთარი ავტომობილით კუნძულ ჰალკიდიკზე მდინარეში ჩააგდო. მოგვიანებით მდინარემ დანაწევრებული ცხედარი გამორიყა.
სამართალდამცველებმა 38 წლის ქირურგი დააკავეს. თუმცა, ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა და ბრალი არ აღიარა.
რამდენი დღის შემდეგ დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ექიმია დააკავეს.
მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა. როგორც დიანა ბერიძის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ განაცხადა, ავადმყოფს წამლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული, რის გამოც ვეღარ გამოიღვიძა.
„როცა მიხვდნენ, რომ პაციენტი შემოაკვდათ, იმავე დღეს, ღამის 11 საათზე 150 კილომეტრის დაშორებით წაიყვანეს ტყეში. ამ ფაქტს კამერებზე გაკეთებული ვიდეოჩანაწერებიც ადასტურებს. ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი. დამარხვით ჯერ ვერ ვმარხავთ, რადგან მიმდინარეობს ექსპერტიზა და ბევრი რაღაცები ვლინდება“, – განაცხადა გარდაცვლილის მამიდამ.
მისივე თქმით, ექსპერტები ასევე იკვლევენ, არის თუ არა საქმე დაკავშირებული ორგანოების გაყიდვასთან.
დიანა ბერიძე ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.