ათენში მოხუცის გადარჩენისას დაშავებული ქართველი ემიგრანტი ნატო ჭანტურია გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევა 16 აპრილს მოხდა. სახლში, სადაც ჭანტურიძე მოხუცებულ ცოლ-ქმარს უვლიდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ხანძარი გაჩნდა. იმ მომენტში ის სახლში იმყოფებოდა. რადგან მოხუცებული ქალი ლოგინს იყო მიჯაჭვული, ჭანტურიძემ მისი მეუღლის გადარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით მაშველებმა ორივე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მოხუცებული ქალი კი დაიწვა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik.  ქართველი ემიგრანტი, 54 წლის ნატო ჭანტურია, რომელმაც  ათენში ცეცხლმოკიდებული სახლიდან ხანდაზმული მამაკაცის გამოყვანის მცდელობისას სერიოზული დამწვრობები მიიღო და საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, 22 აპრილს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს

ხანძარი - Sputnik საქართველო
ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა ბერძენი მოხუცის გადასარჩენად გმირობა ჩაიდინა

უბედური შემთხვევა 16 აპრილს მოხდა. სახლში, სადაც ჭანტურია მოხუცებულ ცოლ-ქმარს უვლიდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ხანძარი გაჩნდა. იმ მომენტში ის სახლში იმყოფებოდა. რადგან მოხუცებული ქალი ლოგინს იყო მიჯაჭვული, ჭანტურია მისი მეუღლის გადარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით მაშველებმა ორივე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მოხუცებული ქალი კი დაიწვა. 

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ნატო ჭანტურიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0