ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა ბერძენი მოხუცის გადასარჩენად გმირობა ჩაიდინა

© photo: Sputnikხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლს, რომლის მფლობელებსაც უვლიდა ნატო ჭანტურია, გაურკვეველი მიზეზების გამო ცეცხლი გაუჩნდა. მოხუცი ბერძენი ქალბატონი საწოლს ყოფილა მიჯაჭვული და ქართველ ემიგრანტს მისი მეუღლის გადარჩენა გადაუწყვეტია.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა, 54 წლის ნატო ჭანტურიამ, რომელიც საბერძნეთში იყო წასული სამუშაოდ, ალმოდებული სახლიდან მოხუცი მამაკაცის გამოყვანის მცდელობისას სერიოზული დამწვრობები მიიღო, წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე საქართველოში მცხოვრები შოთა სიხარულიძე.

ლიანდაგები - Sputnik საქართველო
ქართველმა ექიმმა მოხუცი ქალი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა

სიხარულიძის ფესიბუქსტატუსიდან ირკვევა, რომ სახლს, რომლის მფლობელებსაც უვლიდა ნატო ჭანტურია, გაურკვეველი მიზეზების გამო ცეცხლი გაუჩნდა. მოხუცი ბერძენი ქალბატონი საწოლს ყოფილა მიჯაჭვული და ქართველ ემიგრანტს მისი მეუღლის გადარჩენა გადაუწყვეტია.

„ნატო აივანზე გასულა და შველას ითხოვდა. თვითმხილველების თქმით, ისინი თხოვდნენ მეზობელ აივანზე გადასულიყო და თავი გადაერჩინა, მაგრამ არ დატოვა უმწეო მოხუცი და მის გადასარჩენად შევარდა, მას გადაადგილება უჭირდა და ეტყობა კარებამდე სიმწრით მოიყვანა, თუმცა… ისინი იქვე იპოვეს უგონოდ, მოხუცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ჩვენი ნატო სიკვდილს ებრძვის“, — წერს შოთო სიხარულიძე „ფეისბუქზე“.

ნატო ჭანტურიას მდგომარეობა ამ დროისათვის ძალიან მძიმეა.

„ჩვენი ნატო სიკვდილს ებრძვის და არა მგონია უფალმა არ გადაარჩინოს ადამინი, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა სხვის სიცოცხლისათვის“, — წერს შოთო სიხარულიძე.

რაც შეეხება ლოგინად ჩავარდნილ მოხუც ქალბატონს, მისი დანახშირებული გვამი სახლის ერთ-ერთ ოთახში იპოვეს. წინასწარი ვარაუდით, აალების კერა სწორედ იმ ოთახში იყო.

ყველა ახალი ამბავი
0