ქართველმა ექიმმა მოხუცი ქალი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა

© Fotolia / Harald Biebelლიანდაგები
ლიანდაგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა ადამაძემ მოხუცებული ქალი გადაარჩინა, თვითონ კი მატარებლის ქვეშ ჩავარდა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მოსკოვის ერთ–ერთ გარეუბანში ლიანდაგებზე სმენადაქვეითებული ქალის გადარჩენისას ტრაგიკულად დაუღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე.

"მოსკოვის გარეუბანში ექიმი ნანა ადამაძე დაუღუპა… ის მატარებლის ქვეშ მოხვდა, როდესაც სმენადაქვეითებული მოხუცებული ქალის გადარჩენას ცდილობდა. მოხუცი ქალი ლიანდაგზე იმყოფებოდა და მოახლოებული საფრთხის ხმა ერ ესმოდა… ნანამ ლიანდაგიდან ბებია გადაიყვანა, და ის ცოცხალი და უვნებელი გადარჩა… თავად ნანა კი დაუღუპა… სიტყვები არ მყოფნის…", — წერს Facebook–ის გვერდზე დაღუპულის ახლობელი დმიტრი სიდოროვი.

სამედიცინო ცენტრ "ისიდას" ოფიციალურ Facebook–გვერდზე ნათქვამია, რომ ტრაგედია 9 მარტს მოხდა, ხანში შესული ქალი 69 წლის იყო.

"ის საუკეთესო თანამშრომელი იყო, რომლის პროფესიონალიზმის წყალობით მრავალმა ქალმა დედობის სიხარული განიცადა. ათასობით დაავადების მკურნალობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, მას ათასობით მადლიერი პაციენტი ჰყავდა… სამსახურში ნანას აფასებდნენ მისი გამოცდილების, ცოდნის, კეთილი გულის გამო, სახლში კი მზრუნველობისა და მოთმინებისთვის. ის ყველას უყვარდა. სხვისი პრობლემები აწუხებდა, მზად იყო ყველას დახმარებოდა და მხარი დაეჭირა. მასთან ურთიერთობა სიხარულის მომტანი იყო და ძალებს გვმატებდა. მისი ხსოვნა ჩვენ გულებში სამუდამოდ დარჩება", — ნათქვამია სამედიცინო ცენტრის სამძიმრის წერილში.

ადამაძე 1948 წლის 14 სექტემბერს სოხუმში დაიბადა. დაამთავრა იაროსლავლის სამედიცინო უნივერსიტეტი, 1975 წლიდან მეან–გინეკოლოგად დაიწყო მუშაობა. მედიცინის სფეროში 40 წელზე მეტი იმუშავა, მათ შორის 15 წელი სამედიცინო ცენტრ "ისიდაში".

ადამაძე ფსკოვში 14 მარტს დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0