ქართველი სტუდენტები სწავლას საფრანგეთში გააგრძელებენ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სტუდენტები როგორც სწავლის, ისე საფრანგეთში ცხოვრებისათვის სრულ დაფინანსებას მიიღებენ.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ქართველი სტუდენტები, რომლებმაც სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვეს, მაგისტრატურაზე სწავლას საფრანგეთში გააგრძელებენ, ნათქვამია საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

„ჭკვიანი დაფა“ - Sputnik საქართველო
ქართველმა სტუდენტებმა საქართველოს რეგიონები „ჭკვიან დაფაზე“ შეკრიბეს

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრს, ფრანგულ საგანმანათლებლო სააგენტო Campus France-სადა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაფორმდა.

ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2016-17 სასწავლო წლის მანძილზე, საქართველოს 16 მოქალაქე უკვე დაფინანსდა და საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლობს.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2017 წლებში კონკურსის წესით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს 341 მოქალაქე დააფინანსა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად.


ყველა ახალი ამბავი
0