ქართული ისტორიული იარაღები - გია ცანკაშვილის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

© გია ცანკაშვილის პირადი არქივიგია ცანკაშვილის ნამუშევარი
გია ცანკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამწუხაროდ, ხმლისა და ხანჯლის ჭედვის ხელოვნება თითქმის მივიწყებას მიეცა. ოსტატმა გია ცანკაშვილმა საკუთარი ნამუშევრები წარმოგვიდგინა და ხელოვნების შესახებ გვესაუბრა, რომელსაც უკვე 32 წელია ემსახურება.

მოგეხსენებათ,  საქართველო დიდი წარსულის მქონე ქვეყანაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდი ცხოვრება არასდროს ღირსებია, ჩვენი წინაპრები იარაღს მუდამ თან ატარებდნენ. ამდენად ქართულ ხმალსა და ხანჯალს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართველი კაცის ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, ხმლისა და ხანჯლის ჭედვის ხელოვნება თითქმის მივიწყებას მიეცა. საქართველოში აქა–იქ თუ შეხვდებით ოსტატებს, რომლებიც ქართულ ხმლებსა და ხანჯლებს ქმნიან. ერთ-ერთ ოსტატს ჩვენც მივაგენით და შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად რთული და რამდენად პოპულარული ხელოვნებაა. გია ცანკაშვილმა საკუთარი ნამუშევრები წარმოგვიდგინა და ხელოვნების შესახებ გვესაუბრა, რომელსაც უკვე 32 წელია ემსახურება.

© გია ცანკაშვილის პირადი არქივიგია ცანკაშვილის ნამუშევარი
გია ცანკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გია ცანკაშვილის ნამუშევარი

ყველაფერი დაიწყო…

ყველაფერი დაწყო 32 წლის წინ. ხანჯლებისა და ხმლების გაკეთება  1985 წელს დავიწყე. იმდენად მომწონდა და მიზიდავდა ეს ხელოვნება, ყველაფერი ჩემით ვისწავლე. შეხება მქონდა ლეკების ხელოვნებასთან, რომელიც შემდეგ ქართულ ხელოვნებაში გადმოვიტანე. 1988 წელს მხატვართა კავშირში „ხალხური ოსტატის“ წოდება მომანიჭეს. 

სამუშაო მასალა

ხმლების და ხანჯლების გასაკეთებლად ვიყენებ ფერად ლითონებს. ძირითადად თითბერს, მელქიორს, ხოლო ძვირფასი ლითონებიდან – ვერცხლს. მათ შორის ყველაზე საუკეთესო მასალა ვერცხლია. იგი მადლიანი ლითონია. ამასთანავე, ხელოსნისთვის ყველაზე მორჩილი და სათუთია.

© გია ცანკაშვილის პირადი არქივიგია ცანკაშვილის ნამუშევარი
გია ცანკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გია ცანკაშვილის ნამუშევარი

სრულყოფილებამდე…

სრულყოფილებამდე ძალიან დიდი და შრომატევადი გზაა გასავლელი. ყველაფერი რთულია, რაც ხელით კეთდება. ყველა წვრილ თუ მსხვილ დეტალს დაკვირვება და სიზუსტე სჭირდება. ასე დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა ეტაპებს გავდივარ, სანამ ნამუშევარი დასრულებულ სახეს მიიღებს, რადგან ნამუშევრის დასრულება და სრულყოფილებამდე მისვლა, მისი სიდიდის, ზომის, ან მისი სირთულის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა ერთის თქმა თამამად შემიძლია, ეს ძალიან რთული, შრომატევადი, მაგრამ ამავე დროს საინტერესო პროცესია.  ძალიან ბევრი ეტაპია გასავლელი. არსებობს ისეთი დეტალები, რომელსაც სახლის პირობებში ვერ დაამზადებ. ამისთვის კავშირი მაქვს ქარხანასთან, სადაც ჩარხებია განთავსებული და იქ ვამზადებ ამ დეტალებს.

© გია ცანკაშვილის პირადი არქივიგია ცანკაშვილის ნამუშევარი
გია ცანკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გია ცანკაშვილის ნამუშევარი

საქართველოს საზღვრებს მიღმა

საქართველოს საზღვრებს მიღმა ჩემი ძალიან ბევრი ნამუშევარი ინახება, თუმცა საზღვარგარეთ მე არ გამიტანია გასაყიდად.  ტურისტებს ძალიან მოსწონთ, იციან მისი ფასი და ხშირად ყიდულობენ. მიაქვთ სამახსოვროდ, ან ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის საჩუქრად. უცხოელებს ყველაფერი მოსწონთ ქართული და  ეროვნული.

ორნამენტები 

ვმუშაობ გრეხილში და ცვრიან სტილში. გრეხილზე ჭედურობით, ხევსურულ და მთიულურ სტილში გამომყავს ორნამენტები. თუ საჭირო გახდა, ირანულ სევადშიც გამომყავს.

© გია ცანკაშვილის პირადი არქივიგია ცანკაშვილის ნამუშევარი
გია ცანკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გია ცანკაშვილის ნამუშევარი

რა იქნება ხვალ…

ნამდვილად არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ეს ხელოვნება ახალგაზრდებს მოსწონთ, მაგრამ ძალიან რთულად ეჩვენებათ. დიდად არ კიდებენ ხელს და არ ინტერესდებიან. ჩემი დიდი სურვილია, პრესა, ტელევიზია დაინტერესდეს, მოახდინოს ახალგაზრდებში ამის პოპულარიზაცია. ძალიან მტკივა გული, როცა ვხედავ, როგორ იკარგება ეს ეროვნული, ტრადიციული ხელოვნება, რითაც საუკუნეების განმავლობაში ასე ვამაყობდით. ეს არასდროს არ უნდა დაიკარგოს, რადგან იგი ჩვენი საუნჯეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0