თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო – ქვეყანაში დაახლოებით 67 ათასი საარჩევნო უბანი გაიხსნა.
პრეზიდენტობისთვის ბრძოლას განაგრძობენ არცევნების პირველ ტურში გამარჯვებულები – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა.
21,3%.პირველი ტურის შედეგებით მაკრონმა ხმათა 24,01%, ხოლო ლე პენმა – 21,3% დააგროვა.
საარჩევნო უბნები თბილისის დროით 10:00 საათზე გაიხსნა და უმეტეს უბნებში 20:00 საათზე დაიხურება, ხოლო დიდ ქალაქებში კენჭისყრა 21:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროიდან გავრცელდება არჩევნების შედეგების შესახებ პირველი ინფორმაციები.
პროგნოზები და გამოკითხვები
კომპანია OpinionWay–ს მიერ 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაკრონს მხარს უჭერს ამომრჩევლის დაახლოებით 60%, ხოლო ლე პენს – 40%.Today, the world turns to France #FrenchPresidentialElection2017 👉Aujourd'hui le monde se tourne vers la France #ElectionPresidentielle2017 pic.twitter.com/F64dKgQBVb
— Liliane Crane (@LilianeCrane) May 7, 2017
მეორე გამოკითხვის შედეგებით, რომელიც კომპანია Ipsos / Sopra Steria–მ 28–29 აპრილს ჩაატარა, ასევე მაკრონი იმარჯვებს – 57–63%, ლე პენს კი ამომრჩევლების 37–43% უჭერს მხარს.
მეხუთე რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მეთერთმეტედ იმართება. სახელმწიფოს მეთაურს ხუთი წლით, პირდაპირი ფარული კენჭისყრით ირჩევენ.