საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი გავიდნენ

© REUTERS / Philippe Wojazerემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ეკონომიკის ექს-მინისტრი ემანუელ მაკრონი და "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ, რომელიც 7 მაისს გაიმართება, იუწყება Sputnik France-ი Reuters-ზე დაყრდნობით.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: გამოკითხვებში მაკრონი ლიდერობს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 23,75%, ხოლო მარინ ლე პენმა — 21, 53% დააგროვა.

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმა ფრანსუა ფიიონმა ხმების 19,91% მიიღო. "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა — 19,64%. ორივე კანდიდატი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა.

პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 78,69% იყო, ხოლო 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი 80,42%.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მეთერთმეტედ ტარდება. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდამდე უმაღლესი სახელმწიფო პოსტი ეკავათ შარლ დე გოლს, ჟორჟ პომპიდუს, ვალერი ჟისკარ დესტენს, ფრანსუა მიტერანს, ჟაკ შირაკს და ნიკოლა სარკოზის.

ყველა ახალი ამბავი
0