თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში გველების შემოსევის შემდეგ სასწავლო პროცესი აღდგენილია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელმა.
გასულ კვირაში სოფელ გიორგეთის სკოლაში სასწავლო პროცესი ორი დრით შეწყდა. სპეციალისტებმა შენობა და ტერიტორია გველების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს. მათი თქმით, ეს გველები შხამიანი და სახიფათო არ ყოფილა, მაგრამ ისინი საკლასო ოთახებში აღწევდნენ, რაც სასწავლო პროცესს ხელს უშლიდა.
ამჟამად, სკოლის პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს — ბეტონის იატაკს შემდეგ ლამინატით დაფარავენ.
სამუშაოების განსახორციელებლად გამოყოფილია 32000 ლარი, თუმცა, სკოლის დირექტორის, თამარ მაისურაძის თქმით, ეს საკმარისი არ არის, რადგან სკოლაში დაზიანებული ადგილები რჩება.
სოფელ გიორგეთის სკოლაში არსებულ ვითარებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ეცნობიან.