აღმოსავლეთ საქართველოში გველები გამოჩნდნენ

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიგველების გამოფენა კალინინგრადში
გველების გამოფენა კალინინგრადში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში, ძირითადად, უშხამო გველები ბინადრობენ, მაგრამ ხანდახან გვხვდება გიურზა ან ლევანტის ასპიტი.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ტემპერატურის მომატების გამო ბოლნისის რაიონში გველები მომრავლდა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ქვეწარმავლების გაუვნებელყოფის სპეციალისტმა დავით ბუიშვილმა.

ბოლნისის ტერიტორიაზე ძირითადად უშხამო გველებია გავრცელებული, მაგრამ, ამავე დროს, რაიონში ხშირად გვხვდება გიურზა.

"გიურზა შხამიანი და ძალზე საშიში გველია. მათი სიგრძე 1,5-2 მეტრს აღწევს. მოსახლეობა მათ ნახულობს სახლებში, სამზარეულოებში, სახურავებზე, სარდაფებში, აივნებზე. იყო შემთხვევა, როდესაც გველი ლეიბის ქვეშ შეძვრა", — განაცხადა ბუიშვილმა.

მოსახლეობა ცხელ ხაზე რეკვა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ამ დროისთვის 12 გამოძახება იყო დაფიქსირებული, აღნიშნა ბუიშვილმა. გველის კბენის შემთხვევები საკმაოდ იშვიათად ფიქსირდება — წელიწადში ერთი ან ორი შემთხვევა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
სპეციალისტი: შავი ზღვის სანაპიროზე გველები არ არიან

"ბოლნისი მთებითა და კლდეებითაა გარშემორტყმული, სადაც გველები ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ფიქსირდება აქ ქვეწარმავლების გამოჩენის ყველაზე მეტი შემთხვევა. გიურზას ზაფხულში მზე არ უყვარს, ჩრდილში იმალება და სანადიროდ ღამით გამოდის", — აღნიშნა ბუიშვილმა.

მისი თქმით, გველებს სპეციალური ხაფანგებით იჭერენ. გველის დაჭერის შემდეგ ფორმდება სპეციალური ოქმი.

"დაჭერილი გველი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაგვყავს და ბუნებაში ვუშვებთ. გველის მოკვლა არ შეიძლება, კანონით არის აკრძალული", — განმარტა ბუიშვილმა.

სპეციალისტის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებულია ქვეწარმავლების გაუვნებელყოფის სამსახურის მუშაობაზე და გველის აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკვა შემდეგ ნომერზე: + 995 551 79 36 76.

სულ საქართველოში 52 სახეობის რეპტილია ბინადრობს, მათ შორის კუს სამი სახეობა, ხვლიკის — 27 და გველის — 23.

ყველა ახალი ამბავი
0