თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (61) ფეხის ტრავმის გამო ყველა ტურნირს გამოტოვებს, რომელიც ჩოგბურთელს „როლან გაროსის“ სტარტამდე აქვს დაგეგმილი.
ამის შესახებ ინფორმაცია ბასილაშვილის Facebook-გვერდზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართველი ჩოგბურთელი АТР სერიის „მასტერსის“ ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში 17 წლის ესპანელ ნიკოლა კუნუსთან (705) ორ სეტში 5:7, 0:11 დამარცხდა.
დაწვრილებითი ინფორმაცია ბასილაშვილის ტრავმის შესახებ, არ სახელდება.
ტურნირი „დიდი შლემის“ სერიიდან - „როლან გროსი“ საფრანგეთში 28 მაისს აიღებს სტარტს და 11 ივნისამდე გასტანს.
ტურნირის საპრიზო ფონდი, რომლის მოქმედი გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, წელს 16 მლნ 800 ათასი ევროა.