თბილისს და თეირანს რეგულარული ავიარეისები დააკავშირებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ავიაკომპანია Airzena თბილისიდან თეირანში 9 მაისიდან 29 სექტემბრის ჩათვლით რეგულარულ რეისებს განახორციელებს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik.  ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways-ი 9 მაისიდან თბილისიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ქართულმა ავიაკომპანიამ თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 9 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, კვირაში ორჯერ — სამშაბათს და პარასკევს განხორციელდება. 5 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი კვირაში ოთხჯერ — (ორი რეისი სამშაბათობით და პარასკევსა და შაბათს ერთ-ერთი).

რეგულარული რეისები Boeing B737 და CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.  სააგენტომ  ქართულ ავიაკომპანიისთვის  რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვები უკვე გასცა

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის და გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით ახორციელებდა. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0