ქართულმა ავიაკომპანიამ თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

© photo: Sputnik / StringerAirzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი
Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Airzena — Georgian Airways-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways-მა ბათუმიდან თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს განცხადებაში 

ფრენები განხორციელდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ — ხუთშაბათს და კვირას. 

Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ქართული ავიაკომპანია სოჭის მიმართულებით იფრენს

„ამ დრომდე ბათუმსა და თელ-ავივს შორის ავიაკომპანია მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდა“, — აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

რეგულარული რეისები Boeing B737 და CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.  სააგენტომ  ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვები უკვე მიანიჭა..

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის და გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით ახორციელებდა. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — "საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.

 

ყველა ახალი ამბავი
0