ქართული ავიაკომპანია სოჭის მიმართულებით იფრენს

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიAirzena - Georgian Airways
Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
Airzena — Georgian Airways რეისს ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ განახორციელებს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია "აირზენა" სოჭის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას 2 ივნისიდან დაიწყებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ფრენები განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ზაფხულის სეზონის განმავლობაში, კვირაში ორჯერ — ოთხშაბათობითა და პარასკეობით.

"აღსანიშნავია, რომ თბილისი-სოჭი-თბილისი წარმოადგენს ახალ მიმართულებას "Georgian Airways"-ისთვის", — აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

რეისებს განახორციელებს Boeing B737 და CL600-ის ტიპის თვითმფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული რეისების განხორციელებისთვის ნებართვა უკვე გასცა.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
Georgian Airways უცხოურ ავიაკომპანიებს დემპინგში ადანაშაულებს

სოჭი-თბილისის რეგულარულ ავიარეისებს 1 მაისიდან ახორციელებს ასევე რუსული კომპანია Уральские авиалинии — კვირაში ორჯერ — ორშაბათობითა და პარასკეობით.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის და გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით ახორციელებდა. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — "საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.

ყველა ახალი ამბავი
0