მაკრონის შტაბიდან მიმოწერამ გაჟონა: ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებია

© REUTERS / Philippe Wojazerემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბიდან მიმოწერის გაჟონვის შესახებ - WikiLeaks-ის მონაცემებით, საუბარია ასობით ათასზე ელექტრონულ წერილზე, სურათსა და დანართზე.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საფრანგეთის მასმედიას ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბიდან მიმოწერის გაჟონვის იგნორირებისა და მიღებული მონაცემების გამოქვეყნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, იუწყება РИА Новости.

მასმედიას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიების კონტროლის კომისიამ მიმართა. მეორე ტურში, რომელიც 7 მაისს გაიმართება, პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებენ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულები — ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი.

„კომისიის სხდომის მოლოდინში, რომელიც უახლოეს საათებში გაიმართება, მისი თავმჯდომარე მასმედიას მოუწოდებს პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, რადგან ამომრჩეველთა ხმების თავისუფალი გამოვლენის უფლება და კენჭისყრის ნამდვილობა საფრთხეშია. ის მოუწოდებს მასმედიას, კერძოდ კი ინტერნეტ-გვერდებს, არ გამოაქვეყნონ ამ მონაცემების შინაარსი და შეახსენებს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კანონით დასჯადი შეიძლება იყოს“, — ნათქვამია კომისიის განცხადებაში.  

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: გამოკითხვებში მაკრონი ლიდერობს

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაკრონის შტაბის რწმუნებული კომისიას დაუკავშირდა საინფორმაციო შეტევის შემდეგ, რომლის შედეგად გავრცელდა მონაცემები, „რომლის ნაწილი, სავარაუდოდ, ცრუ“ ინფორმაციას შეიცავს.

მაკრონის გუნდმა ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული თავდასხმები დაგმო და განაცხადა, რომ რეალური წერილების გარდა, ყალბი დოკუმენტებიც გამოქვეყნდა.

„გავრცელებული დოკუმენტები მიღებულია რამდენიმე კვირის წინ მოძრაობის უამრავი წარმომადგენლის პერსონალური და სამუშაო ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად“, — ციტირებს სააგენტო France-Presse  მაკრონის მოძრაობის კომუნიკედან ამონარიდს.

ორგანიზაცია WikiLeaks-ი ასევე იუწყება მაკრონის შტაბიდან ელექტრონული წერილების „მსხვილი“ გაჟონვის შესახებ.

„#MacronLeaks-ი ასობით ათას ელექტრონულ წერილს, ფოტოს და დანართს მოიცავს, რომლებიც 2017 წლის 24 აპრილამდე პერიოდით არის დათარიღებული. იმავდროულად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მასალების გამოქვეყნება დაგვიანდა იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს 7 მაისს დაგეგმილ არჩევნებზე“, — წერს WikiLeaks-ი Twitter-ზე.

WikiLeaks-მა ასევე განაცხადა, რომ მიმოწერის გაჟონვაში ყალბი წერილები, ჯერჯერობით, არ აღმოუჩენია.

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 11 კანდიდატი იბრძოდა. შსს-ს საბოლოო მონაცემებით, პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მოძრაობის „წინ“ ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ხმათა 24,01% მოაგროვა, „ეროვნული ფრონტის“ კანდიდატმა მარინ ლე პენმა — 21,3%. გამოკითხვებით, მაკრონის ლე პენზე მოგების შანსებია — 60% 40%-ის წინააღმდეგ.


ყველა ახალი ამბავი
0