კახეთში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა

© photo: Sputnik / Valery Titievsky / გადასვლა მედიაბანკშიქარმა ხე წააქცია
ქარმა ხე წააქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის განცხადებით, სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვეღარ გაატარა და მათ საცხოვრებელ სახლებში შევიდა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. კახეთის რეგიონში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ღრუბლიანი ამინდი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: უქმეებზე ხანმოკლე წვიმები

უამინდობამ განსაკუთრებით ყვარლის რაიონის სოფელი შილდა დააზარალა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად რამდენიმე ოჯახს პირველი სართულის ნაწილი და ეზო დაეტბორა.

მოსახლეობის განცხადებით,  სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვეღარ გაატარა და მათ საცხოვრებელ სახლებში შევიდა.

როგორც ყვარლის გამგეობაში აცხადებენ, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმალურია.


ყველა ახალი ამბავი
0