შაბათი, 6 მაისი
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთით შესაძლებელია სეტყვა. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოღრუბლულობა მოიმატებს. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთით კი ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს შეადგენს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში იქნება პლუს 2-7, დღისით — 15-20 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23. მაღალ მთაში იქნება პლუს 1-6, დღისით — 7-12 გრადუსი სითბო.
თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის ძალა წამში 8-13 მეტრს შეადგენს. ღამით იქნება 13 გრადუსი სითბო, დღისით — 20.
კვირა, 7 მაისი
ღამით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთშიც იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 21-26. მაღალ მთაში იქნება პლუს 2-7, დღისით — 14-19 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, დღისით — 21-26. მაღალ მთაში იქნება პლუს 2-7, დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.
თბილისში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის ძალა წამში 10-15 მეტრს შეადგენს. ღამით იქნება 14 გრადუსი სითბო, დღისით — 24.
ორშაბათი, 8 მაისი
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში იქნება პლუს 3-8, დღისით — 14-19 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში იქნება პლუს 1-6, დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.
თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის ძალა წამში 10-15 მეტრს შეადგენს. ღამით იქნება 14 გრადუსი სითბო, დღისით — 25.