ფშაველი-თუშეთის გზის მონაკვეთის აღსადგენად შესაძლოა მთის აფეთქება გახდეს საჭირო

© courtesy of Tusheti Municipalityთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩამოწოლილი მეწყრისგან გზის გაწმენდას, მძიმე რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ორი თვეა, ჩამოწოლილი მეწყრის გამო თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია, იუწყება ტელეკომპანია „Imedi“.

აღნიშნული ფაქტის გამო ფშაველი-ომალო-თუშეთის გზაზე,  55-56-ე კილომეტრზე გადაადგილება შეუძლებელია.

ქართველი მოსწავლეების გუნდი Smart Kids - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების აღმოჩენა: როგორ ავიცილოთ თავიდან მეწყრის შედეგები

ჩამოწოლილმა მეწყერმა ასეულ მეტრზე დააგუბა წყლის მასა, რომლის გაწმენდაც, მძიმე რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განცხადა, წყლის დაცლა ნელ-ნელა მოხდება. მისივე განცხადებით, არ არის გამორიცხული მთის აფეთქებაც მოხდეს. 

გამგებლის მოადგილე ტურისტული სეზონის ჩავარდნას გამორიცხავს და გზის გახსნას თვის ბოლოდან ვარაუდობს.


ყველა ახალი ამბავი
0