ევერესტის დაპყრობის მცდელობისას 85 წლის ნეპალელი გარდაიცვალა

ევერესტი
ევერესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შერხანმა მსოფლიო რეკორდი ერთხელ უკვე დაამყარა – 2008 წელს, როდესაც 8850–მეტრიანი სიმაღლე 76 წლისამ დაიპყრო. შემდეგ ეს რეკორდი იაპონელმა ალპინისტმა იუიტირო მიურამ მოხსნა – ის პლანეტის უმაღლეს მწვერვალზე 80 წლისა ავიდა.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. 85 წლის ნეპალელი მინ ბაჰადურ შერხანი ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების მცდელობისას გარდაიცვალა, როდესაც ევერესტზე ასვლას ცდილობდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ასოშიეითედ პრესზე“ დაყრდნობით.

ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
საქართველოს გეოგრაფიული რეკორდები

შერხანმა მსოფლიო რეკორდი ერთხელ უკვე დაამყარა – 2008 წელს, როდესაც 8850–მეტრიანი სიმაღლე 76 წლისამ დაიპყრო. შემდეგ ეს რეკორდი იაპონელმა ალპინისტმა იუიტირო მიურამ მოხსნა – ის ევერესტზე ასული ყველაზე ხნიერი ადამიანი გახდა – ის პლანეტის უმაღლეს მწვერვალზე 80 წლისა ავიდა.

შერხანი შაბათს გარდაიცვალა. როგორც ნეპალის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, „ის საბაზო ბანაკში დღეს გარდაიცვალა“.

უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე, იგივე ჯომოლუნგმაზე პირველად 1953 წლის 29 მაისს  ტენცინგ ნორგეი (ნეპალი შერპა) და ედმუნდ ჰილარი (ახალზელანდიელი ალპინისტი) ავიდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0