საქართველოში „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

© photo: Sputnikაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
36 აფთიაქის ხელმძღვანელებს, რომლებმაც რეცეპტის გარეშე მედიკამენტების უკანონო გაყიდვით 6 მილიონი აშშ დოლარის სარგებელი ნახეს, პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქების თანამშრომლები რეცეპტის გარეშე, მათ შორის, არასრულწლოვანებზე, სისტემატურად  ყიდდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლებიც სპეციალურ კონტროლს ექვემდებარებოდნენ. პირები, რომლებიც დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“  და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 

აბები - Sputnik საქართველო
საქართველოში დაახლოებით 25 აფთიაქი „სააფთიაქო ნარკომანიაში“ ამხილეს

 ზემოთაღნიშნულმა აფთიაქებმა 2014-2016 წლებში რეცეპტის გარეშე 14,6 მილიონი ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი გაყიდეს, რითაც, აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიიღეს  ჯამში, 15  011 488 ლარის ოდენობის შემოსავალი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

2014 წლის 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აკრძალულია საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, სისტემური გამოყენებისთვის კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების, ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა.


ყველა ახალი ამბავი
0