მამუკა ახვლედიანმა მინისტრისა და დეპუტატების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

© AP Photo / Reinhold HuegerichФигура "Правосудие" украшает фонтан перед Ратушной Ремер во Франкфурте-на-Майне. Аллегория правосудия символизирует справедливость, законность и справедливый суд
Фигура Правосудие украшает фонтан перед Ратушной Ремер во Франкфурте-на-Майне. Аллегория правосудия символизирует справедливость, законность и справедливый суд - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი რვა პირისგან (მათ შორის, იუსტიციის მინისტრისა და დეპუტატებისგან) მოყენებული შეურაცხყოფის გამო კომპენსაციის სახით 80 ათასი ლარის მიღებას ვარაუდობს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა სასამართლოში საქართველოს პარლამენტის ხუთი დეპუტატის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, რეჟისორ გოგა ხაინდრავას და არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით სარჩელი შეიტანა.  

ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში - Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ Rustavi2–ის საქმეზე გადაწყვეტილების შეჩერება გააგრძელა

დეპუტატები, რომელთა წინააღმდეგ ახვლედიანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან — ესენი არიან არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე და ზვიად ძიძიგური.

2017 წლის თებერვალში „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2016 წლის ივნისის მდგომარეობით ახვლედიანი 6 მილიონი ლარის ქონებას ფლობს, რომელიც გაფორმებულია როგორც მის სახელზე, ისე მისი ოჯახის წევრებზე. ამის შემდეგ დეპუტატებმა, იუსტიციის მინისტრმა და რეჟისორმა სხვადასხვა დროს გააკეთეს განცხადებები, სადაც მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ახვლედიანმა ეს ქონება არაკეთილსინდისიერი გზით მოიპოვა.

 „დღეს შევიტანე სარჩელი პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა ოფშორულ ზონებში ანგარიშები და უკანონო ქონება გამაჩნია. ყველა ფაქტი შევაგროვე, რაზეც ისინი საუბრობდნენ, რეალური მტკიცებულებები დავურთე და სასამართლოში სარჩელი შევიტანე. მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანის  ანაზღაურებას, თითოეულისგან 10 ათასი ლარის ოდენობით“, — განუცხადა ახვლედიანმა „Sputnik-საქართველოს“.

თბილისის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს და ყველა მოპასუხეს 10 ათასი ლარის გადახდას დაავალდებულებს, ეს გადახდილი ფული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სწავლას მოხმარდება.

მამუკა ახვლედიანი სკანდალში არაერთხელ გახვეულა. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც ამ ორგანომ სასამართლო მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. ახვლედიანმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა.

მოგვიანებით, ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა გამოცდებისათვის განკუთვნილ ტესტებზე სწორი პასუხების გაჟონვას უკავშირდებოდა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პროკურატურა იძიებს. 

2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანის მიმართ დისციპლინარული დევნა დაიწყო, რომელიც თბილისის სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომით დასრულდა. ახვლედიანმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ უშედეგოდ.

2016 წლის ოქტომბერში ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა მამუკა ახვლედიანისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას აუდიოჩანაწერი, რომელშიც ახვლედიანი გვარამიას მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირეზე შესჩივის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს: გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია
 უწოდებს. გვარამია მოსამართლეებზე და ვიღაცისთვის თანხის – 6 მილიონიდან გარკვეული ნაწილის გადაცემის შესახებ საუბრობს.

6 მილიონთან დაკავშირებული ისტორია ასევე სკანდალური აღმოჩნდა, თუმცა, ახვლედიანმა და გვარამიამ ფულთან რაიმე კავშირი კატეგორიულად უარყვეს. მოგვიანებით, საქართველოს შსს-მ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რამდენიმე მუხლით — „კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა“ და „პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის საიდუმლოების უკანონოდ დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0