21-ე საუკუნეში არბალეტითა და საველე მშვილდოსნობით გატაცებული ქართველები

© courtesy of Giorgi Khutashviliარბალეტისა და საველე მშვილდოსნობის საქართველოს ფედერაცის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ხუტაშვილი
არბალეტისა და საველე მშვილდოსნობის საქართველოს ფედერაცის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ხუტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ საქართველოში არბალეტისა და საველე მშვილდოსნობის ფედერაცია არსებობს. შეგახსენებთ, არბალეტი - ხელით სასროლი ძველებური იარაღია, იგივე გაუმჯობესებული მშვილდ-ისარი, რომელსაც დასავლეთ ევროპაში იყენებდნენ.

რამდენად პოპულარულია ქართველებში ეს იარაღი და საველე მშვილდოსნობა, ამის შესახებ არბალეტისა და საველე მშვილდოსნობის საქართველოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მშვილდითა და არბალეტით მონადირეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ხუტაშვილი მოგვითხრობს.

– ბატონო გიორგი, რამდენად პოპულარულია საქართველოში დღეს არბალეტი და საველე მშვილდოსნობა?

— დავიწყებ იმით, რომ საქართველოში ჯერ ფართოდ არ არის გავრცელებული არბალეტი და საველე მშვილდოსნობა, თუმცა, ვინც გაიგო და ნახა, დიდი დაინტერესება და სურვილი გამოთქვა, რომ ის შეეძინა და შეესწავლა. ჩვენს ფედერაციას აქვს იმის ნებართვა, რომ უცხოეთიდან შევიძინოთ და შემოვიტანოთ ინვენტარი ან ნებისმიერ მსურველს შევაძენინოთ. ამ ეტაპზე ფედერაციას არ გააჩნია დაფინანსება და, შესაბამისად, ვეღარც ვაქტიურობთ. თუმცა 2015 წელს რამდენიმე კერძო სკოლაში გვყავდა ბავშვები აყვანილი. თუმცა  ყველაფერი ჩვენი ხარჯით გაკეთდა.

© FB/ Giorgi Khutashviliმშვილდ-ისრებით ნადირობისას
მშვილდ-ისრებით ნადირობისას - Sputnik საქართველო
მშვილდ-ისრებით ნადირობისას

– რამდენად უყვართ ტრადიციულად დასავლეთ ევროპაში გავრცელებული არბალეტი საქართველოში?

— ბევრს მოეწონა და შეუყვარდა. ეს ისეთი საინტერესო სახეობაა, ვინც მოსინჯა დიდად აღფრთოვანებული დარჩა და დიდი სურვილი გამოთქვა, რომ არბალეტი ან მშვილდი შეეძინა და ამ სახეობაში ჩართულიყო. მეც იგივე დამემართა 2010 წელს, როცა პირველად მოვსინჯე, დავინტერესდი და შემდგომში სპორტის ამ სახეობას მივყევი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო სერგო  გათიკაევი, რომელსაც ამ ეტაპზე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი უკავია. ეს ოლიმპიური სახეობა არ არის, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, აპირებენ, რომ გახადონ და მომავალში შევა კიდეც ოლიმპიურ თამაშებში.

– ქალებს რაც შეეხება, მშვილდოსნობა ქეთევან ლოსაბერიძესთან ასოცირდება…

— დიახ, ქალბატონი ქეთევანი ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს მშვილდოსნობაში, თუმცა ქართველი ოლიმპიელი ქალები სხვადასხვა ჩემპიონატებში საკმაოდ ნორმალურად ასპარეზობენ.

© FB/ Giorgi Khutashviliგია ბაღაშვილი მშვილდ-ისრით
გია ბაღაშვილი მშვილდ-ისრით - Sputnik საქართველო
გია ბაღაშვილი მშვილდ-ისრით

– სპორტის ამ სახეობისთვის ასაკი მნიშვნელოვანი არ არის?

— მე 31 წლის ასაკში დავიწყე. ყველა მსურველს შეუძლია, რომ სპორტის ამ სახეობას ნებისმიერ ასაკში შემოუერთდეს. ხანშიშესულმა ადამიანმაც შეიძლება დაიწყოს, არანაირი პრობლემა არ იქნება. საერთაშორისო ტურნირზეც კი შეუძლია, რომ გამოვიდეს. საველე მშვილდოსნობა ჩვენში ძალიან უყვართ, განსაკუთრებით, ბავშვებს. შარშან ასპინძაში სასკოლო ასაკის ბავშვებში შეჯიბრი ჩატარდა. ბევრი ცნობილი ადამიანი მოდის. ერთხელ ბატონო გია ბაღაშვილი იყო ჩვენთან მოსული, ძალიან დაინტერესდა, მშვილდ-ისარი აიღო და საკუთარი ძალები სცადა.

– არა სპორტული, წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით თუ შეიძლება აქ მიღებული გამოცდილების რეალიზაცია?

— რაც შეეხება რეალიზაციას, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დიდად წაადგება საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მშვილდოსნობაში. ამ სახეობაშიც ტარდება ბევრი საერთაშორისო შეჯიბრი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები. გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ მე გახლავართ მიწვეული ამერიკის შეერთებულ შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სადაც შევიძენ დიდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც შემდგომში საქართველოში გამოვიყენებ, რათა ეს სახეობა მეტად განვავითაროთ და პოპულარული გავხადოთ. მისი განვითარების პერსპექტივა ჩვენში არსებობს, ოღონდ ხელშეწყობაა საჭირო. სურვილი გვაქვს, რომ ის საქართველოში ფართო მასშტაბით გავავრცელოთ, მთავარია, სპონსორი ან მთავრობა დაგვიდგეს გვერდით, დანარჩენს ყველაფერს ავაწყობთ.

– არბალეტის ქართული ვარიანტი არ არსებობს?

— არბალეტის ქართული ვარიანტი არ არსებობს. საერთოდ, საქართველოში მისი მიმდევრები ბევრნი არ ვართ. ვისაც აინტერესებს, საკუთარი სურვილით შეიძინა და მოყვარულის დონეზე ვარჯიშობს, ზოგი სანადიროდ იყენებს.

© FB/ Giorgi Khutashviliგიორგი ხუტაშვილი სწავლებაზე
გიორგი ხუტაშვილი სწავლებაზე - Sputnik საქართველო
გიორგი ხუტაშვილი სწავლებაზე

– რადგან სიტყვამ მოიტანა, ამ იარაღით ნადირობა თუ შეიძლება?

— ხდება ხოლმე, რომ არბალეტით გარეულ ტახზე ნადირობენ, მშვილდ-ისრით კი უფრო დიდი ზომის ცხოველებზე, მაგალითად, დათვზე. ნადირობაზე რადგან ვსაუბრობთ, საქართველოში „ბაზიერთა კლუბია“, სადაც მიმინოთი უფრო უყვართ ნადირობა.

© FB/ Giorgi Khutashviliარბალეტისა და საველე მშვილდოსნობის ტურნირი
არბალეტისა და საველე მშვილდოსნობის ტურნირი - Sputnik საქართველო
არბალეტისა და საველე მშვილდოსნობის ტურნირი

– მართალია, რომ მონადირეებს ტყუილები სჩვევიათ?

— რამდენი მონადირე გავიცანი, იმდენი დავრწმუნდი, რომ ისინი მოგონილ ისტორიებს და სახალისო ამბებს ხშირად ჰყვებიან. ნადირობაზე სასაცილო ამბებს თავად თხზავენ ხოლმე, თან ისეთ ამბებს იგონებენ, ცოტა სიმართლესაც რომ შეესაბამება, მაგრამ ამავე დროს ნამდვილს რომ ჰგავს. მოკლედ, გაზვიადება უყვართ. ჩემი ერთი ნაცნობი ჰყვება ხოლმე, დეტალები არ მახსოვს და ერთხელ სანადიროდ ყოფილა ტახზე და, როგორც გვითხრა, მერე ის ტახი თვითონ გამოჰკიდებია მას. ეს სხვა მონადირეებისგანაც მსმენია… ამ ამბავზე ვიცინი, რადგან ტახზე სანადიროდ რომ წახვალ და ცხოველი თვითონ გამოგეკიდება, ეს მთლად სატრაბახო ამბავი არ უნდა იყოს…

 

ყველა ახალი ამბავი
0