საერთაშორისო ფოტოკვირეული Kolga Tbilisi Photo 2017 იწყება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიფოტოგრაფი
ფოტოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდებიან საქართველოს, გერმანიისა და აშშ-ის ნიჭიერი ფოტოგრაფები, ფოტომოყვარულები კი საინტერესო ნამუშევრებს დაათვალიერებენ.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo 2017 საქართველოს დედაქალაქში მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა და ნიჭიერ ფოტოგრაფებს მეთექვსმეტედ შეკრებს.

ფესტივალი, რომელიც საერთაშორისო არენაზე თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების და ზოგადად ფოტოხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა, წელს 5 მაისიდან 11 მაისამდე გაგრძელდება.

Kolga Tbilisi Photo-ს ფარგლებში გაიმართება 15 საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა, სემინარები, დისკუსიები, ლექციები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და მათი პორტფოლიოს მიმოხილვა.

წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი/Best shot/ და ჰუავეის ქვენომინაცია — მობილური ფოტო.

გამოცხადდება Kolga Newcomer Photo Award-ის პრემიის ლაურეატი. პრემია მოუწოდებს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს განვითარდნენ თავის პროფესიაში.

მოძღვარი აკურთხებს მრევლს - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოს ფოტოსააგენტოების ობიექტივში

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან საქართველოს, გერმანიისა და აშშ-ის ფოტოხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები.

Kolga Tbilisi Photo 2017-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კონკურსის გახსნის პირველივე დღეს, 5 მაისს ჩატარდება, თბილისის ძველი იპოდრომის პარკის არტ-სივრცეში. მაყურებლები იქვე ნახავენ გამარჯვებულთა ნამუშევრებს. ცერემონიის ბოლოს გაიმართება Band of Mellow-ს კონცერტი.

ფოტოგრაფი და მოგზაური ვიქტორ ლიაგუშკინი - Sputnik საქართველო
National Geographic-ის ფოტოგრაფი: საქართველო კარგი, ლამაზი და მრავალფეროვანია

საერთაშორისო ფოტოკონკურსი გაიხსნება თეზი გაბუნიას, დათო ცანავას, ოთო შენგელიას, გვანცა გაბუნიას და დათო კოროშინაძის ჯგუფური გამოფენით სახელწოდებით "დაასრულე ფერწერა".

ფოტოკვირეულის თაყვანისმცემლებს ელის ფრანჩესკო მერლინის, სამუელე პელექიას, დევინ იალკინის და იგორ პოზნერის პროექტი "დამარხული რეფლექსიები სილოში", დევიდ მაგნუსონის გამოფენა "სიწმინდე" და ჯოვანა დელ სარტოს პროექტი "პოლაროიდი დევნილისთვის".

Kolga Tbilisi Photo 2017-ის დამთვალიერებლები ნახავენ ქართულ-გერმანულ პროექტს "მომავალი ჩვენია", ბერძენი ფოტოგრაფის ნიკოს პილოსის გამოფენას "გამოსვლა — ლტოლვილი ადამიანები", ლელა აჰმადზაის პროექტს "შეუპოვარი — ოთხი ქალი ქაბულში, მათი ბრძოლა და ოცნებები", ნატა სოფრომაძს გამოფენას "ხეების საიდუმლო ცხოვრება" და სხვას.

გამოფენებისა და სემინარების დეტალური პროგრამა იხილეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.

ღონისძიებები კონკურსის ფარგლებში ჩატარდება თბილისის ძველი იპოდრომის პარკის ტერიტორიაზე, თბილისის იოსებ გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა", ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხელოვნების სასახლეში, Home, TBC, Fotografia და Artarea-ს გალერეებში და საქართველოს ეროვნულ არქივში.

Kolga Tbilisi Photo საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით 2001 წლიდან ტარდება.

Kolga Tbilisi Photo 2017-ის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0