ფოტონაკრებში იხილავთ, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი რომელი მოვლენებით დაინტერესდნენ მსოფლიოს ფოტოსააგენტოები და რომელი ფოტოები გამოაქვეყნეს.

მოძღვარი აკურთხებს მრევლს

2/9
© AP Photo / Shakh Aivazov
უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს თბილისში საპროტესტო აქციებით დახვდნენ - სასტუმროსთან, სდაც ქართულ-უნგრული ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობდა, რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა პლაკატებით და ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ გახსნილი ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტის დახურვის წინააღმდეგ მიტინგი გამართა

3/9
© AFP 2024 / Vano SHLAMOV
მოდელები ემზადებიან პოდიუმზე გამოსასვლელად თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ჩვენებაზე

4/9
© AP Photo / Shakh Aivazov
თბილისის მაცხოვრებლებს 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ძეგლთან 28 წლის შემდეგ ყვავილები მიაქვთ. 1989 წლის 9 აპრილს ამ ადგილზე დაიღუპა ოცზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით, 9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღედ გამოცხადდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზაფირი სიტყვით გამოდის თბილისში ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

მართლმადიდებელი მორწმუნეები სანთლებით წრეს ურტყამენ სიონის საკათედრო ტაძარს აღდგომის ღამეს მას შემდეგ, რაც თბილისში წმინდა ცეცხლი ჩამოიტანეს

ყველაზე მეტი პოპულარობა თბილისის ზოოპარკში გადაღებული ფოტოების სერიამ მოიპოვა, რომლებიც ყველა სააგენტომ გამოაქვეყნა. ფოტოზე: აფრიკული პინგვინი სეირნობს თბილისის ახალ ზოოპარკში. თბილისის ზოოპარკს, რომელიც ცოტა ხნის წინ წყალდიდობამ დააზიანა, ბრისტოლის ზოოპარკმა 19 აფრიკული პინგვინი აჩუქა

8/9
© AP Photo / Shakh Aivazov
ციმბირული ლომები თბილისის ზოოპარკში - ეს ცხოველები თბილისის ზოოპარკს რიგის ზოოლოგიურმა პარკმა აჩუქა

9/9
© AFP 2024 / Vano SHLAMOV
ფარშევანგი თბილისის ზოოპარკში