ჩხუბი ოზურგეთში: ორი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს თანამშრომლებთან ჩხუბის მერე დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ელოდებათ

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ოზურგეთის საბილიარდოში ჩხუბისას დაშავდნენ პოლიციელები, დაკავებულია სამი ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი გვიან ღამით მას შემდეგ მოხდა, რაც ხმაურის გამო შსს-ს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები საბილიარდოში შევიდნენ.

"სამართალდამცველებმა თავი წარუდგინეს და ახალგაზრდებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. შედეგად პოლიციელებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს", — განაცხადა შსს-ს თანამშრომელმა.

მდინარე რიონი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისში მაღაზიის თანამშრომელმა გოგონამ მძარცველი სასტიკად სცემა

ამჟამად პოლიციელები საავადმყოფოში აღარ იმყოფებიან.

ტელეარხ Rustavi2-ის მონაცემებით, დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები ამტკიცებენ, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის ბილიარდის თამაშის დროს დაიწყო. დაკავებულების ნათესავები აცხადებენ, რომ პოლიციელები ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, პოლიციელებმა ახალგაზრდები სცემეს დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც.

საქმე აღძრულია სსკ-ის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), რაც ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0