ქუთაისში მაღაზიის თანამშრომელმა გოგონამ მძარცველი სასტიკად სცემა

© photo: Sputnik / Fred Grinberg / გადასვლა მედიაბანკშიმდინარე რიონი ქუთაისში
მდინარე რიონი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სამშაბათს ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს. როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, ეჭვმიტანილის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიაში ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, როცა დანით შეიარაღებული ერთი პირი შეიჭრა და მაღაზიის დაყაჩაღება სცადა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ყაჩაღობა სათამაშო პისტოლეტით: შსს გამოძიებას ახორციელებს

„ახალგაზრდა ბიჭი კეპით, დანით ხელში შემოვარდა და ჩვენი შეშინება სცადა. ალბათ ეგონა, რადგან გოგოები ვიყავით, შეგვაშინებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. არ შევშინდი და საკუთარი ხელებით ვცემე. ისეთ დღეში ჩავაგდე, პატრულის მოსვლას ნატრობდა. ამასობაში მეორე თანამშრომელმა პატრულს გამოუძახა და ისიც 10 წუთში მოვიდა", — თქვა მასმედიის წარმომადგენლებთან მაღაზიის თანამშრომელმა.

როგორც ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, დამნაშავე ამავე უბნის მცხოვრებია, ეს ახალგაზრდა წარსულში უკვე ნასამართლევია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0