ყაჩაღობა სათამაშო პისტოლეტით: შსს გამოძიებას ახორციელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5000 ლარის წაღება შეძლო.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მასმედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სათამაშო პისტოლეტით იყო შეიარაღებული. მან 5000 ლარის წაღება მოახერხა.

112 - Sputnik საქართველო
ყაჩაღებმა მარტვილის რაიონში მოხუცი ქალბატონი მოკლეს

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით „ყაჩაღობა“, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0