ყაჩაღებმა მარტვილის რაიონში მოხუცი ქალბატონი მოკლეს

გამოწერა
მედიის ინფორმაციით თავდამხმელებმა ფულის გამოძალვის მიზნით ორი მოხუცი ქალბატონი აწამეს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ყაჩაღობა მოხდა მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაურში. ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, უცნობი პირები საცხოვრებელ სახლში მარტო მცხოვრებ ორ მოხუც დას თავს დაესხნენ და ორივე მათგანი აწამეს. 

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ყაჩაღობის ბრალდებით დასავლეთ საქართველოში ორი მამაკაცი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი და ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მარტვილის რაიონის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

როგორც მეზობლები ამბობენ, ყაჩაღობა 8 მარტს, დაახლოებით, 21:00 საათზე მოხდა. ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ყველა ახალი ამბავი
0