ყაჩაღობის ბრალდებით დასავლეთ საქართველოში ორი მამაკაცი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა იანვრის დასაწყისში ბათუმში ერთ-ერთი მაღაზიის ბუღალტერი დააყაჩაღეს და დაახლოებით 150 ათასი ლარი გაიტაცეს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ქართველმა პოლიციელებმა დასავლეთ საქართველოში ორი მამაკაცი დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს ფოთში, ხოლო მეორე — ბათუმში.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
პოლიციამ ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე „სანტა–კლაუსი“ დააკავა

გამოძიების მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული ორგანიზაციის კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე პირადი თანხა და ნივთები გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 4 700 ლარი, ცივი იარაღი და ნიღაბი, ხოლო მეორის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია 37 300 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0