პოლიციამ ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე „სანტა–კლაუსი“ დააკავა

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელმაც 2016 წლის 31 დეკემბერს ღამით, სანტა–კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა, სუპერმარკეტში მდებარე სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს–ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელმაც 2016 წლის 31 დეკემბერს ღამით, სანტა–კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა, სუპერმარკეტში მდებარე სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში საახალწლო დღეებში ყაჩაღობები გახშირდა

1991 წელს დაბადებული ჯ.მ. სავალუტო ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8820 ლარი გაიტაცა, აღნიშნულია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ბათუმში დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით „ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით“, რაც 8–იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0