საქართველოში საახალწლო დღეებში ყაჩაღობები გახშირდა

გამოწერა
საქართველოში ბანკის ფილიალი, აფთიაქი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაიძარცვა.

თბილისი, 3 იანვარი— Sputnik. საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეში დაყაჩაღების შემთხვევები გახშირდა, მხოლოდ სამშაბათს ორ ობიექტზე — ბანკსა და აფთიაქზე — თავდასხმა მოხდა.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2" იუწყება, ბახტრიონის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 30 წლამდე პირი დააკავეს.

112 - Sputnik საქართველო
სახიფათო პიროტექნიკა: თბილისში ახალ წელს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ამავე დღეს, ვარკეთილში ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის ფილიალი გაქურდეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) დაიწყო, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეთა ძებნა. უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული აფთიაქიდან.

ძარცვა ახალი წლის ღამითაც მოხდა. ბათუმში, 31 დეკემბერს, ზუსტად 00:00 საათზე, სანტა კლაუსის ფორმიანმა მამაკაცმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაძარცვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სანტა კლაუსმა 40 ათასი ლარის გატაცება შეძლო. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0