ახალი წლის ღამეს ბათუმში „სანტა კლაუსმა“ მაღაზია დააყაჩაღა

გამოწერა
სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა 40 ათასი ლარი გაიტაცა და მიიმალა.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. შემთხვევა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ „იალჩინში“ მამაკაცი იმ დროს შეიჭრა, როცა ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სანტას ფორმიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა, იარაღის გამოყენებით, მაღაზიის სალაროდან 40 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0