თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საგამოძიებო ორგანოები 26 წლის თბილისელი გიორგი შარაშენიძის მკვლელობაში მონაწილე პირების გამოსავლენად და დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მკვლელობა გუშინ ღამით ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდას მისსავე ავტომობილში ესროლეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს..
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ტურგენევის ქუჩაზე საცხოვრებლად ცოტა ხნის წან გადავიდა. ის დედასთან და მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ორი მუხლით — განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.