სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

CC BY 2.0 / David Goehring / Furiously Factoringმათემატიკური ამოცანის ამოხსნა
მათემატიკური ამოცანის ამოხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი გამოცდა მოსწავლეებს ექნებათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულში, როგორც მეორე ენაში და გეოგრაფიაში

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მე-12 კლასელები გამოცდებს 21-25 მაისს ჩააბარებენ, აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
საქართველოში აბიტურიენტები ყველაზე ხშირად გეოგრაფიის გამოცდას ირჩევენ

გამოცდების გრაფიკი ასეთია:

21 მაისი

ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული, როგორც მეორე ენა

გეოგრაფია

22 მაისი

უცხოური ენები

ბიოლოგია

23 მაისი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ისტორია

ფიზიკა

24 მაისი

მათემატიკა

ფიზიკა

25 მაისი

ქიმია

გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება საქართველოს დაახლოებით 1,6 ათას საჯარო სკოლაში და მასში მონაწილეობას დაახლოებით 40 ათასი მე-12 კლასელი მიიღებს.

გამოცდები CAT-ის (ადაპტირებული ტესტირება კომპიუტერით) პრინციპით ჩატარდება. გამოცდების შედეგები ადგილზევე იქნება ცნობილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0