ქართველი კინემატოგრაფისტები goEast ფესტივალიდან ჯილდოებით დაბრუნდნენ

© FB / goEast Film Festivalციცია ქუმსიშვილი
ციცია ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე დაჯილდოვდა ფილმები „ჩემი ბედნიერი ოჯახი" და „მზის ქალაქი".

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ქართველი კინემატოგრაფისტები ვისბადენში (გერმანია) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალის goEast პრიზიორები გახდნენ. ფესტივალი 26 აპრილიდან — 2 მაისის ჩათვლით ჩატარდა.

SOFA - Sputnik საქართველო
თბილისი კინო-აგენტების პოლონურ სკოლას SOFA-ს მასპინძლობს

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცათ ფილმისთვის "ჩემი ბედნიერი ოჯახი".

ფილმი ასევე დაჯილდოვდა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოთი „ფიპრესი".

ფესტივალის ერთ-ერთი რჩეული გახდა კიდევ ერთი ქართული ფილმი „მზის ქალაქი". რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს.

კინოფესტივალზე goEast ასევე აჩვენეს სამი თაობის ქართველი რეჟისორი ქალების ნამუშევრები: პირველი რეჟისორი-ქალის ნუცა ღოღობერიძის „ბუბა", მისი ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და ლანას ქალიშვილის, ნუცა ალექსი-მესხიშვილის „ბედნიერება".

გარდა ამისა, ქართველი კინემატოგრაფისტები მონაწილეობდნენ კინოფესტივალ goEast-ის სხვა სექციურ ღონისძიებებში. რეჟისორი ელენე მიქაბერიძე თავისი კინოპროექტით „სასაზღვრო თამაშები" მონაწილებდა სემინარში Young Filmmakers for Peace.

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
ქუთაისში რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული ტარდება

სოსო (იოსებ) ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სერიოზული ადამიანი" მოხვდა პროგრამაში East-West Talant Lab, რომელიც ცოდნისა და შემოქმედებითი იდეების ურთიერთგაზიარების კინემატოგრაფიულ ადგილს წარმოადგენს.

კინოფესტივალი goEast 2001 წელს გერმანული კინოინსტიტუტის (DIF) დირექტორმა კლაუდია დილმანმა დააარსა. პირველი ფესტივალის კატალოგის წინასიტყვაობაში მან დაწერა: „დროა, გავიხსნათ ჩვენი აღმოსავლეთ მეზობლების აზრების, სახეების, მითებისა და ისტორიებისთვის".

ქართველი რეჟისორების ფილმები goEast-ის პრიზიორები არაერთხელ გამხდარა. მაგალითად, 2013 წელს გაიმარჯვა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმმა „გრძელი ნათელი დღეები", 2010 წელს ლევან კოღუაშვილის ფილმმა „ქუჩის დღეები", 2009 წელს — გიორგი ოვაშვილის ფილმმა „გაღმა ნაპირი", ხოლო 2006 წელს — ლევან ზაქარეიშვილის სურათმა „თბილისი-თბილისი".

ყველა ახალი ამბავი
0