ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიელიზბარ ოდიკაძე
ელიზბარ ოდიკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარფინალურ ორთაბრძოლებში იაკობაშვილმა და ოდიკაძემ ევროპის მომავალ ჩემპიონებს ილიას ბეკბულატოვს (რუსეთი) და რიზა ილდირიმს (თურქეთი) დაუთმეს, მაგრამ მესამე ადგილისათვის ბრძოლა მოიგეს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თავისუფალი სტილის ქართველმა მოჭიდავეებმა ზურაბ იაკობაშვილი (-65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ, იუწყება ოფიციალური ვე-ბგვერდი UWW.

ევროპის ერთა თასი - Sputnik საქართველო
ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მედლების გარეშე დარჩნენ

მესამე ადგილისათვის პაექრობაში იაკობაშვილმა აზერბაიჯანელ მაგომედ გაჯიევს ანგარიშით 9:4 სძლია, ოდიკაძემ კი მაკედონიის სახელით მოასპარეზე მაგომედჰაჯი ნუროვს არცერთი შანსი არ დაუტოვა და ანგარიშით 10:0 მოუგო.

ხუთშაბათს ტურნირზე მედლები 61 და 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გათამაშდება. პირველ კატეგორიაში საქართველოს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმოადგენს, მეორეში კი — ავთანდილ კენჭაძე.

ყველა ახალი ამბავი
0