ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მედლების გარეშე დარჩნენ

© FB / United World Wrestlingევროპის ერთა თასი
ევროპის ერთა თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთარ გოგავამ და დავით მარსაგიშვილმა მედლების მოპოვება ვერ შეძლეს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ვერცერთი მედლის მიღება ვერ შეძლო. ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში დაიწყო, იუწყება UWW-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.

საქართველოს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნაკრების დებიუტანტი ოთარ გოგავა წარმოადგენდა, რომელიც ისრაელის წარმომადგენელ იური გოლუბთან პირველივე რაუნდში 0:10 დამარცხდა. გოლუბი რომ ფინალში გასულიყო, გოგავას ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ისრაელის წარმომადგენელმა ¼ ფინალში წააგო.

ამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ქართველი, მაგრამ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, ადრე საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ედიშერაშვილი გახდა.

ტურნირის ბრინჯაოს მედლამდე სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის ორგზის ჩემპიონს დავით მარსაგიშვილს (-86 კგ). ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ რუს დაურენ კურუგლიევთან წააგო — 2:4, რომელიც გახდა კიდეც ჩემპიონი, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი იშტვან ვერებმა გაიმარჯვა.

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს — ოთხშაბათს მედლები გათამაშდება 65 და 97 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. საქართველოს წარმოადგენენ ზურაბ იაკობაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე.

ყველა ახალი ამბავი
0