ნივრიანი ნაყინის ავტორი ქართველი კულინარის ამერიკული თავგადასავალი

© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერი
ნათია მონტგომერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს საქართველოში პირველი კულინარიული ტელეარხის Food TV-ს დამფუძნებელს ნათია მონტგომერის. ქალბატონმა ნათიამ არაერთი უგემრიელესი კერძის რეცეპტი შესთავაზა ჩვენს მკითხველს.

მისი ცხოვრების გზა რთული, მაგრამ ამავე დროს შთამბეჭდავი და საინტერესოა. მძიმე 90-იან წლებში ქალბატონი ნათია საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ბედის საძებნელად. მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა. იყო სირთულეები, დაბრკოლები, მაგრამ ამავე დროს იყო უამრავი წარმატება, სიახლე და სიყვარული, რომელსაც ქალბატონმა ნათიამ ცხოვრება დაუკავშირა.

© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერი
ნათია მონტგომერი - Sputnik საქართველო
ნათია მონტგომერი

— ამერიკაში 1998 წელს გავემგზავრე. ეს იყო ძალიან რთული, სიდუხჭირის პერიოდი, ამიტომ გადავწყვიტე უცხო ქვეყანაში მეძია ბედი, სიახლე შემეტანა ჩემ ცხოვრებაში. ვმუშაობდი ნატურალური დიეტური დანამატების კომპანიაში. ამერიკაში მიმიწვიეს კონფერენციაზე. ვინაიდან რუსული და ინგლისური კარგად ვიცოდი, ამ კომპანიამ შემომთავაზა, ამერიკაში გამეგრძელებინა საქმიანობა. რა თქმა უნდა, მივიღე ეს შემოთავაზება და დავრჩი. ყოველთვის ძალიან მიყვარდა კულინარია, კარგად ვამზადებდი კერძებს. ნიუ-იორკში მოვხვდი იტალიელების ოჯახში, სადაც ვმუშაობდი, როგორც პერსონალური შეფი. ოჯახის უფროსი იყო „უოლ–სტრიტის“ ბირჟის ფინანსური მრჩეველი. ვინაიდან მიყვარდა კულინარია, თვითონ ამ ადამიანმა გამოთქვა სურვილი და დააფინანსა ჩემი სწავლა ფრანგულ კულინარულ ინსტიტუტში, ნიუ-იორკში. ეს არის ძალიან ცნობილი ინსტიტუტია. იქ ვისწავლე კულინარიული ხელოვნება, პურის ცხობის და შოკოლადის დამზადების მიმართულებით. ჩათვალეთ, რომ ეს იყო ინსტიტუტი, სადაც საერთოდ არ სწავლობ, პირიქით, ერთობი და ძალიან დიდ გამოცდილებას იძენ. ამ ინტიტუტმა ცხოვრების სულ სხვა საფეხურზე დამანახა კულინარია. მე იქ მივხვდი, რომ თურმე არ მიჭამია ნამდვილი საჭმელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების ძალიან ნათელი წერტილი იმ ეტაპზე.

© FB/ Natia Montgomeryნათია მონტგომერი
ნათია მონტგომერი - Sputnik საქართველო
ნათია მონტგომერი

– როგორც ვიცი, ამ ინსტიტუტში თქვენთან ერთად ბევრი ჰოლივუდელი ვარსკვლავი სწავლობდა.

— დიახ, იქ სწავლობდნენ ძალიან ცნობილი ადამიანები, მაგალითად, ბობი ფლეი, რომელიც არის Food Network-ზე წამყვანი შეფ-მზარეული და სხვები. უშუალოდ ჩემ ჯგუფში სწავლობდა სტივენ სპილბერგის მეუღლე. იქ მხოლოდ შეფობისთვის არ სწავლობენ, იქ სწავლობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ინტელიგენტურად მოამზადონ კერძები, როდესაც აქვთ „ფეშენ–წვეულებები".

მე ძალიან ხშირად ვსტუმრობდი ნიუ-იორკში რობერტ დე ნიროს რესტორანს. ამ რესტორანს ჰქვია TribecaGrill. რომ შეხვალთ რესტორანში, ინტერიერი მორთულია რობერტ დე ნიროს მამის ნახატებით. თქვენ უნდა ნახოთ, როგორ ამაყობს ამით. რესტორანი ძალიან უბრალო სტილშია გაკეთებული. არ დამავიწყდება კერძი, რომელიც იქ მოგვართვეს. ეს იყო სკალოპი, სხვადასხვა ბოსტნეულზე დალაგებული და სოუსებით გაფორმებული. მართლაც საოცრება იყო. მეორე კერძი იყო ბატი, ეგზოტიკურად გაფორმებული ქოქოსებში. თუ გინდათ, რომ რობერტ დე ნიროს შეხვდეთ, იმ რესტორანში ხშირად უნდა იაროთ.

– თქვენ რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?

— კულინარიული შოუს მიმართულებით. ამ ინსტიტუტში ასწავლიდა იტალიელი ძალიან ცნობილი შეფ-მზარეული და ტელეწამყვანი ლიდია ბასტიანიჩი. ასევე ფრანგი ჟაკ პეპე, მის წიგნებზე ისწავლება დღეს თანამედროვე კულინარია. ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ინსტიტუტზე ჯულია ჩაილდს. აბსოლუტურად ყველა ქვეყნის კულინარიას სწავლობ აქ. როგორც გავიგე, ამ ბოლოს იაპონური სამზარეულოც შეუტანიათ. ერთი სიტყვით, მრავალმხრივი განვითარების ინსტიტუტია და ძალიან მიყვარს, როცა იქ ჩავდივარ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია.

– ჯულია ჩაილდი ახსენეთ და, შეიძლება ითქვას, რომ კულინარიული შოუს მიმართულებით „ამერიკული კულინარიის ბებიად" აღიარებული ამ ქალბატონის თაყვანისმცემელი ხართ?

— ასე ვერ ვიტყოდი, Food Network-ზე არის ასეთი ცნობილი შეფ-მზარეული ინა გარტენი, რომელიც იყო ჩემი ერთ-ერთი პედაგოგი. სურვილი მაქვს, სწორედ ისე ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, როგორც ამას ინა გარტენი აკეთებდა და აკეთებს. 

– თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?

— ჩემი მომავალი მეუღლე იყო იმ ოჯახის მეგობარი, სადაც მე ვმუშაობდი. ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტუმრად. მე რომ იქ „ვკუსკუსებდი“, ლანჩს ვამზადებდი, მოიხიბლა და ერთი წლის მერე უკვე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით. გვყავს ერთი შვილი ალექსი. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო და ხშირად ჩამოდის. ყოველთვის ზრუნავს იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს ამერიკული კულტურის პოპულარიზაცია.

– ქართული სამზარეულოდან ყველაზე მეტად რომელი კერძი მოსწონს, ყველაზე ხშირად რას უმზადებთ?

— ყველაზე მეტად მოსწონს შქმერული. შქმერული – ეს არის კერძი, რომელიც კვალიფიცირდება ინტერნაციონალურ სტანდარტზე, რადგან საკმარისად აქვს ნიორი, ბულიონი, ქათამი სრულყოფილებამდეა დაბრაწული. მოკლედ, მისი გემო, სუნელები თითქოს გაჯანსაღებს. აქედან გამომდინარე, ეს არის კერძი, რომელიც „ყველა ენაზე ლაპარაკობს“.

– თქვენ რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— ძალიან მიყვარს იაპონური სამზარეულო, ვინაიდან არის ძალიან მსუბუქი და დახვეწილი. გიწყობს ხელს, რომ იყო კარგ ფორმაში და დაიცვა ეტიკეტი.

– გაიხსენეთ, ყველაზე უცნაური რა მოგიმზადებიათ?

— ნაყინი ნივრით.

– თქვენ თვითონ თუ მოგეწონათ?

— სხვათა შორის, ძალიან მომეწონა. თავიდან მეგონა რაღაც საშინელება გამოვიდოდა, მაგრამ სულაც არა. ძალიან მომწონს ტკბილის და მწარის შეფარდება.

© ნ. მონტგომერის პირადი არქივინაყინი "ცივი შოკი" ფრაგმენტი წიგნიდან "ახალი ქართული კერძები" ნათია მონტგომერი
ნაყინი ცივი შოკი ფრაგმენტი წიგნიდან ახალი ქართული კერძები ნათია მონტგომერი - Sputnik საქართველო
ნაყინი "ცივი შოკი" ფრაგმენტი წიგნიდან "ახალი ქართული კერძები" ნათია მონტგომერი

– საქართველოში დაბრუნება როგორ გადაწყვიტეთ? ალბათ ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო…

— რაც შვილი შემეძინა, სულ ვფიქრობდი საქართველოში დაბრუნებაზე. 20 წელი ამერიკაში გავატარე, მენატრებოდა აქაურობა და მინდოდა ჩემს შვილს ენახა სად იყო მისი ფესვები. ძალიან მინდოდა ის სიმდიდრე, რაც ქართულ მიწას და სამშობლოს აქვს, ჩემს შვილსაც მიეღო. ეს იყო მთავარი მიზეზი.

ჩემმა პედაგოგმა ინა გარტენმა, რომელიც ზემოთ ვახსენე, საქართველოში წამოსვლის წინ თავისი წიგნი მისახსოვრა და დამლოცა, როცა ვუთხარი, რომ საქართველოში ვაპირებდი კულინარიული შოუს გაკეთებას. როცა ჩამოვედი, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში დავიწყე მუშაობა. გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მიმყავდა კულინარიული ნაწილი. როცა „რუსთავი 2"-ზე დამიმთავრდა კონტრაქტი, დავაფუძნე კულინარიული არხი Food TV.

© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერი
ნათია მონტგომერი - Sputnik საქართველო
ნათია მონტგომერი

დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემ გადაცემაში მობრძანდა ქრისტოფერ კოპოლა — რეჟისორი და გამოჩენილი კინორეჟისორის, პროდიუსერისა და სცენარისტის ფრენსის ფორდ კოპოლას ძმისშვილი. ეს ადამიანი არის პროფესორი, რომელიც ასწავლის სან-ფრანცისკოს არტ–ინსტიტუტში რეჟისურას, ამასთან ერთად ძალიან კარგი ადამიანია. ერთ-ერთ პროდიუსერად ჰყავს ქართველი ლაშა ზამბახიძე და მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. კოპოლა ჰოლივუდს ქმნის ყველასთვის ხელმისაწვდომს, ანუ ცდილობს ყველა ადამიანს შეეძლოს ჰოლივუდის ცერემონიალში, კონკურსებში მონაწილეობის მიღება. მაშინ საქართველოში ჩატარდა, ასე ვთქვათ, პატარა კონკურსი, სადაც წარადგინეს ბავშვებმა თავისი ვიდეოები. გამარჯვებულები დააჯილდოეს და გაემგზავრნენ ამერიკაში. კრისტოფერი იყო ჩემი გადაცემის სტუმარი. ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, დავმეგობრდით. მოხდა ისე, რომ მიმიწვია სან-ფრანცისკოში. შემდეგ გავემგზავრეთ ლოს-ანჟელესში და იქ შევხვდი დევიდ უილსონს, რომელმაც დააფუძნა იურული ისტორიის მუზეუმი. ეს კაცი არის 3D-ს პიონერი. ყველაზე საინტერსო ის არის, რომ მუზეუმში ამ ადამიანს აქვს ქართული ოთახი, სადაც ყოველ ნახევარ საათში 3D-ში საქართველოზე ფილმის რეტროსპექტული ჩვენება მიმდინარეობს. იქ მისულ სტუმრებს სთავაზობენ ქართულ ჩაის, ჩურჩხელას და ა.შ. ამით საქართველოს კულტურას აცნობენ უცხოელებს. ჩვენთვის ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო. ეს ადამიანი მიეკუთვნება იმ ნამდვილი ამერიკელების რიცხვს, რომლებიც ქმნიან ამერიკის ნამდვილ სახეს, რომელსაც ვერ ხედავ გარედან. მე ვამაყობ იმით, რომ ამერიკაში ასეთი საინტერესო და გულითადი მეგობრები მყავს.

© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერის ნაქარგი
ნათია მონტგომერის ნაქარგი - Sputnik საქართველო
1/5
ნათია მონტგომერის ნაქარგი
© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერის ნაქარგი
ნათია მონტგომერის ნაქარგი - Sputnik საქართველო
2/5
ნათია მონტგომერის ნაქარგი
© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერის ნაქარგი
ნათია მონტგომერის ნაქარგი - Sputnik საქართველო
3/5
ნათია მონტგომერის ნაქარგი
© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერის ნაქარგი
ნათია მონტგომერის ნაქარგი - Sputnik საქართველო
4/5
ნათია მონტგომერის ნაქარგი
© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერის ნაქარგები
ნათია მონტგომერის ნაქარგები - Sputnik საქართველო
5/5
ნათია მონტგომერის ნაქარგები
1/5
ნათია მონტგომერის ნაქარგი
2/5
ნათია მონტგომერის ნაქარგი
3/5
ნათია მონტგომერის ნაქარგი
4/5
ნათია მონტგომერის ნაქარგი
5/5
ნათია მონტგომერის ნაქარგები

– კედლებზე ულამაზესი ნაქარგები შევნიშნე, თქვენი ნამუშევრებია?

– დიახ, ჩემი ნამუშევრებია. ქარგვა ამერიკაში ვისწავლე. ეს ძალიან მძიმე შრომაა, რადგან ძალიან წვრილად უნდა ქარგო. მათემატიკური პატარა უჯრებია და სულ უნდა ითვალო. მე ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. მაქვს ნამუშევრები, რომელთა შესრულებას რვა თვე, ან ერთი წელი მოვანდომე. ძალიან საამაყო და სასიამოვნო ფაქტია, როცა შვილებს მსგავს ნამუშევრებს უტოვებ…

ყველა ახალი ამბავი
0