კონსტიტუციაში შესწორებების საყოველთაო განხილვა 5 მაისს დაიწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიაში, რომელიც ორგანიზებას გაუწევს შესწორებების პროექტის საყოველთაო განხილვას, ცხრა ადამიანი შევა

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კომისია კონსტიტუციის განახლების პროექტის საყოველთაო განხილვის ორგანიზების საკითხებში 80 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საყოველთაო განხილვა 5 მაისს დაიწყება და ივნისში დასრულდება. კომისიის შექმნა და საყოველთაო განხილვა ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებების ინიციირების შემდეგ აუცილებელი პროცედურაა.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ მოძრაობას „დაიცავი კონსტიტუცია"

კომისიაში ცხრა ადამიანი შედის: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ექსპერტი ვასილ გონაშვილი, ექსპერტი თენგიზ შარმანაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის 22 აპრილს დაასრულა. ომისია პროტესტის ნიშნად შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რიგმა ექსპერტებმა შესწორებების პროექტს ხმა არ მისცეს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებზე: განცხადებები მეორე ვადაზე არ ყოფილა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ, ეწინააღმდეგებიან პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას, მაღალ საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვას და საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების მეთოდს.

რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 1 მაისს დაიწყეს მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუცია". მანამდე შესწორებების პროექტით უკმაყოფილო პრეზიდენტმა თავისი კამპანია "კონსტიტუცია ყველასთვის" დაიწყო. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციონერების ინიციატივას.

უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუ რა ფორმით შესთავაზებენ პრეზიდენტს საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.

ახალი კონსტიტუცია 2018 წელს ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0