„ღამის მგლების“ წარმომადგენელი საქართველოში გამოჩნდა

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიღამის მგლები მოსკოვში
ღამის მგლები მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს იღებს ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის ინციდენტი ქვეყანაში „ღამის მგლების“ წარმომადგენლის ყოფნასთან დაკავშირებით.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე, „ღამის მგლების” ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ღამის მგლები“, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა სურდათ 9 მაისისადმი მიძღვნილი აქციის „გამარჯვების გზები — ბერლინისაკენ“ ფარგლებში, მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. 

მოგვიანებით Facebook-ის ქართულ სეგმენტში გავრცელდა „ღამის მგლების“ ერთ-ერთი ბაიკერის ფოტო თბილისის ცენტრში. 

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს ყველა ღონისძიებას მიმართავს იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის ინციდენტი „ღამის მგლების“ წარმომადგენლის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით. 

მოტოკლუბის წევრები - Sputnik საქართველო
"ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

სამინისტროს ინფორმაციით, ყოვედღიურად საქართველოს საზღვარს მშვიდობიანად, ტურისტული ან სატრანზიტო მიზნებით ათეულობით ბაიკერი კვეთს. 

მოტოციკლისტმა რუსეთიდან დმიტრი ხრიპოვსკიმ ორი დღის წინ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში არ უშვებენ არა მხოლოდ ბაიკერების კლუბ "ღამის მგლების" წევრებს, არამედ რუსეთიდან გამგზავრებულ ყველა მოტოციკლისტს.

„დიახ, მოვიდა დადასტურება საზღვრიდან. მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტიციკლისტებისთვის შესვლა საქართველოში დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას, დაბრუნდნენ ვლადიკავკაზში", — დაწერა ხრიპოვსკიმ სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება თავად ბაიკერების აქციას "გამარჯვების გზები — ბერლინისკენ", ის 27 აპრილს დაიწყო. ბაიკერებმა უკვე მოიარეს მოსკოვი, სმოლენსკი, კატინი, მინსკი, ხატინი, ვარშავა და ვროცლავი. შემდეგ მარშრუტი გადის ქალაქებზე — ბუდაპეშტი, ბრატისლავა, პრაღა, დრეზდენი და ბერლინი.

ეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი მესამე აქციაა. კლუბი ბერლინამდე სრული შემადგენლობით ვერც ერთხელ ვერ ჩავიდა. პოლონელმა მესაზღვრეებმა, "უსაფრთხოებიდან გამომდინარე", ბაიკერების შეშვებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ცალკეული მოტოციკლისტები მაინც ახერხებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას და ბერლინში ჩასვლას.

კლუბი "ღამის მგლები" 1989 წელს დაარსდა. მისი უცვლელი ლიდერია ალექსანდრ ზალდოსტანოვი მეტსახელად "ქირურგი". "ღამის მგლები" მხარს უჭერენ ყირიმის რუსეთთან შეერთებას და, ზოგადად, რუსეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში აშშ-მა და კანადამ მათ ეკონომიკური სანქციები დააკისრეს.

ყველა ახალი ამბავი
0