თბილისს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

© AFP 2024 / THIERRY CHARLIER ევროკომისარი იოჰანეს ჰანი
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოსთვის 32 მილიონი ევროს გადმორიცხვის შესახებ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას მოხმარდება

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ხუთშაბათს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი პარასკევს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

"შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს, ასევე ასოციაციის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. ასევე განიხილავენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისგან საქართველოს მოლოდინებს, რომელიც ბრიუსელში ამა წლის ნოემბერშია დაგეგმილი", — განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

გიორგი კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
იოჰანეს ჰანი: საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ლიდერია

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფინანსური შეთანხმების "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიზნით საქართველოსთვის 32 მილიონი ევროს გადმორიცხვას ითვალისწინებს.

საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს მოაწერეს ხელი. მიმდინარე წლის 28 აპრილიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა აამოქმედა.

ევროკავშირის პროექტი "აღმოსავლეთ პარტნიორობა" მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აქედან სამმა სახელმწიფომ (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0