თბილისში Mercedes-Benz Fashion Week-ი AVTANDIL-ის ჩვენებით გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliმოდის სახლის ქართველი დიზაინერის Avtandili ერთ-ერთი ბუტიკი თბილისში
მოდის სახლის ქართველი დიზაინერის Avtandili ერთ-ერთი ბუტიკი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Mercedes-Benz Fashion Week-ზე წამყვანი ქართველი დიზაინერები თავის ახალ კოლექციებს წარმოადგენენ

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi (MBFW) 4 მაისს პოპულარული ქართველი დიზაინერის, ავთანდილ ცქვიტინიძის (AVTANDIL) ახალი კოლექციის ჩენებით გაიხსნება.

AVTANDIL-ის კოლექციის დეფილე თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

Tbilisi Fashion Week - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week - შეჯამება, ფავორიტები, ახალი სახეები

ამავე დღეს მოდის კვირეულის მონაწილეებსა და სტუმრებს უჩვენებენ დიზაინერების Liya, Anuka Keburia, Salome, Ria Keburia Gallery და Vaska. MBFW-ის პირველი დღე მოდელიერ Datuna-ს ჩვენებით დასრულდება.

MBFW Tbilisi-ში მონაწილეობას ასევე მიიღებენ წამყვანი დიზაინერები და მოდის სახლები — Alexander Aryutunov, Situationist, Aka Nanita, Anouki, Lalo, Diana Kvariani და Tamuna Ingorokva.

მოდის კვირეულის მონაწილეები აგრეთვე იქნებიან Ria Keburia, George Shaghashvili, Anuka Keburia, Keti Chkhikvadze, Lako Bukia, Chubika, Djaba Diassamidze, Simon Machabeli, ბრენდები Dalood-ი, Mach & Mach-ი და Eloshi, მოდის სახლი Material Factory და სხვები. კვირეული ბრენდ Bessarion-ის ჩვენებით დასრულდება.

თბილისში მოდის კვირეულზე მოწვეულია უცხოელი სტუმარი — ესპანელი დიზაინერი Juan Carlos Pajares.

დიზაინერის კოლექცია - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების მაღაზიების გზამკვლევი

მოდის კვირეულს გააშუქებენ მოდის კრიტიკოსები და მოდის სფეროს ცნობილი მსოფლიო გამოცემების წამყვანი ჟურნალისტები. მასმედიის წარმომადგენელთათვის აკრედიტაცია ხელმისაწვდომია MBFW-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ამ სეზონზე MBFW Tbilisi-ის ჩვენებები სხვადასხვა სივრცეებში გაიმართება, მათ შორის, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa Tbilisi), სამეფო კვარტლის თეატრში, საქართველოს მწერალთა სახლში, სასტუმრო Rooms-სა და Tbilisi Marriott-ში.

Mercedes-Benz Fashion Week-იკომპანია Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის საერთაშორისო კვირეულების სერიაა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში — მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების ვებ-გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0