Tbilisi Fashion Week - შეჯამება, ფავორიტები, ახალი სახეები

გამოწერა
დასრულდა Tbilisi Fashion Week-ის მორიგი ჩვენება. ქართველი დიზაინერების, პროფესიონალებისა და დებიუტანტების კოლექციებმა მოდის სამყაროს წარმომადგენლებსა და მოდის მოყვარულებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„Sputnik-საქართველო" Tbilisi Fashion Week-ის ყველაზე საინტერესო მონაწილეებზე მოგითხრობთ.

Kakhaber

Tbilisi Fashion Week-ის ყველაზე კაშკაშა დებიუტი გახდა კახაბერ ცისკარიძის მიერ შექმნილი სამოსი. თავის ნამუშევრებში, როგორც თავის ფოლკლორულ შემოქმედებაში, მან ქართული ტრადიციები გამოიყენა და მათ თანამედროვე იერსახე მისცა.

© Sputnik / Alexander Imedashviliკახაბერის კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე
კახაბერის კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე - Sputnik საქართველო
კახაბერის კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე

გზა მომღერლიდან დიზაინერამდე, როგორც თვითონ კახაბერი ამბობს, ძალზე ამაღელვებელი აღმოჩნდა.

მომღერალმა აღიარა, რომ მისი ნამუშევრების შექმნაში მთავარი როლი სწორედ მუსიკამ შეასრულა.

„მე შთამაგონა მუსიკამ და ქართულმა ელექტროფოლკმა, რომელსაც ვქმნი. რა თქმა უნდა, შთაგონება — ეს საქართველოა, ჩემი ხალხი და ადამიანები, რომლებიც გვერდში მიდგანან", — განაცხადა კახაბერმა.

Ani Datukishvili

ახალგაზრდა დიზაინერმა ანი დათუკიშვილმა Tbilisi Fashion Week-ზე თავისი კოლექცია უკვე მეორედ წარმოადგინა. უჩვეულო ფასონი, გამჭვირვალე კაბები, მოდერნისა და კლასიკის შეხამება — დათუკიშვილს უყვარს გაოცება. ახალ კოლექციაში იყო ბრჭყვიალა კლასიკური კაბები, თანამედროვე სამოსი ავანგარდის ელემენტებით.

© REUTERS / David Mdzinarishviliდიზაინერი ანი დათუკიშვილის ახალი კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე
დიზაინერი ანი დათუკიშვილის ახალი კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე - Sputnik საქართველო
დიზაინერი ანი დათუკიშვილის ახალი კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე

წინა წლის თბილისის მოდის კვირეულზე ანიმ არანაკლებ კაშკაშა კოლექცია წარადგინა, რომელიც VOGUE-ის ონლაინ-კატალოგშიც მოხვდა. ანი ნიჭიერი ახალგაზრდა დიზაინერია, რომელსაც კრიტიკოსები საერთაშორისო აღიარებას უწინასწარმეტყველებენ.

Mariam Gvasalia

მარიამი ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქართველი დიზაინერთაგანია, რომლის სამოსს ევროპული მაღაზიები ყიდულობენ. მოდის კვირეულზე მარიამ გვასალიამ 50-მდე კოსტიუმი წარადგინა, რომლებშიც გამოიყენა აბრეშუმი, ორგანზა, ტაფტა. ახალი კოლექციის შესაქმნელად დიზაინერს ორი თვე დასჭირდა.

© AFP 2024 / Vano Shlamovდიზაინერი მარიამ გვასალიას კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე
დიზაინერი მარიამ გვასალიას კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე - Sputnik საქართველო
დიზაინერი მარიამ გვასალიას კოლექციის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე

"ამჯერად, კოლექციის აწყობა ფეხსაცმლით დავიწყე. რამდენიმე კონკრეტული ფერისგან შეიქმნა კოლექციის სილუეტები, ფაქტურები… მიამჩნია, რომ ჩემი სტილი ცნობადია, მაგრამ ყოველ წელს ვცდილობ შევცვალო ფეხსაცმლის ფორმა და კაბების სილუეტები", — განაცხადა გვასალიამ.

ატელიე Marta

ატელიემ წარმოადგინა ჰაეროვანი, ქალური და კლასიკური სამოსი.

ატელიე Marta ბაიერების ყურადღებას კლასიკისა და მოდერნის შეხამების დახვეწილი უნარის გამო იპყრობს, ხოლო მოულოდნელი ფერებისა და ფორმების ქვები, რომლებით გაფორმებულია ატელიეს არამარტო სამოსი, არამედ ჩანთები, მოდის მიმდევრებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

LIKAFORLIKA

დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ბრენდი LIKAFORLIKA. ბოტფორტები, ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი კაბები, ბადისებრი გამჭვირვალე სამოსი — ამ ბრენდის ახალმა კოლექციამ გარდერობში ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს.

L4L fall 2017

Публикация от LikaforLika (@likaforlika) Апр 23 2017 в 8:48 PDT

 

LIKAFORLIKA — ეს არის მოდელიერ ლიკა ალადაშვილის მიერ მოსკოვში დაარსებული ბრენდი. პრეტ-ა-პორტეს სტილის პირველი კოლექცია მან Ajara Music Hall-ის ღონისძიებაზე 2003 წელს წარადგინა.

Fashion House Lasha Jokhadze

თბილისის მოდის კვირეული ცნობილი ქართველი დიზაინერის ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დასრულდა. როგორც ყოველთვის, დიზაინერის ახალმა კოლექციამ — „წყალქვეშა სამყარო" ღონისძიების სტუმრების ყურადღება მიიქცია.

დიზაინერის წინა კოლექციისთვის შთაგონების წყაროდ იქცნენ თოლიები, ამჯერად კი წყალქვეშა სამყარო და მისი ბინადარნი.

კაშკაშა ფერები, ხელნაკეთი ნაქარგი, ქალურობა და ამავე დროს მკაცრი და სექსუალური სტილი — დიზაინერი ექსპერიმენტებში თამამია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა კაბები მოლივლივე ფერადი გამით, რომლებიც წააგავდა ტალღებსა და მზის სხივების ანარეკლებს.

დიზაინერის კოლექცია - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების მაღაზიების გზამკვლევი

Tbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორებმა, ტრადიციისამებრ, დასკვნითი ჩვენება განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, ღია ცის ქვეშ ჩაატარეს.

ჯოხაძის სამოსში გამოწყობილი მოდელები რესტავრირებულ საფეხმავლო ბილიკებზე სეირნობდნენ, რითიც ყველას მიეცა საშუალება „ჯოხაძის წყალქვეშა სამყაროში" ჩაძირულიყვნენ.

Tbilisi Fashion Week-ის მე-15 სეზონი

თბილისის მოდის კვირეულის მიზანია ცნობილი დიზაინერების კოლექციებში ბოლო მოდის ტენდენციები წარმოაჩინოს და საზოგადოებას ნიჭიერი ახალბედა დიზაინერების ნამუშევრები გააცნოს.

წელს მოდის კვირეული ლეგენდარულ ქართველ მსახიობ სოფიკო ჭიაურელს მიეძღვნა.

კვირეულის მთავარი მოვლენა იოსებ გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში" გაიმართა.

თბილისის მოდის კვირეულზე ისეთი ბრენდების ბაიერები ჩამოვიდნენ, როგორებიცაა Harvey Nichol-ი (ჰონგ-კონგი), Rijoux Store (თელ-ავივი, ისრაელი), Concept Store PORTA 9 (რუსეთი), Al Duca D"acosta (ვენეცია), Joseph Store (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვები. სწორედ ისინი გააცნობენ სამყაროს ქართული მოდის სიახლეებს.

სოფიკო ჭიაურელის საპატივცემულოდ გამართული პერფორმანსი თბილისის მოდის კვირეულზე - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week–ის გახსნა: სტილის სახე – სოფიკო ჭიაურელი

Tbilisi Fashion Week–ის მე-15 სეზონს აშუქებდნენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა VOGUE (იტალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი), Elle (რუსეთი, უკრაინა), Harper's BAZAAR-ი (აშშ), Marie Claire (საფრანგეთი, მონაკო), OFFICIEL-ი (უკრაინა) და სხვები.

Tbilisi Fashion Week-ის სტუმრებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისში საექსკურსიო ტური ჩაატარა. ცეკვის ანსამბლმა "ერისიონმა" თბილისში ჩამოსული სტუმრები მიიღო და თავის სარეპეტიციო დარბაზში მათთვის საკონცერტო ნომრები შეასრულა.

თბილისის მოდის კვირეული (Tbilisi Fashion Week) ტრადიციისამებრ, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0