AVTANDIL-მა აჩვენა, რა არის მოდაში თბილისში

© photo: Sputnik / Stringerავთანდილის ახალი კოლექციის ჩვენება
ავთანდილის ახალი კოლექციის ჩვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi (MBFW) დაიწყო.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. „დუტი" ჟილეტები, ბოტფორდი ჩექმები, ჯინსის ქსოვილი, ბოდე და ზღვის მოტივები — საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე მოდურმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ თავისი ახალი კოლექცია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi (MBFW)-ზე აჩვენა.

მოდის კვირეული 4-დან 8 მაისამდე გაგრძელდება და ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ ახალგაზრდა და უკვე ჩამოყალიბებულ დიზაინერებს შეკრებს.

დეფილეზე, რომელიც ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების თბილისის მუზეუმში გაიხსნა, მთავარ ტრენდებად ავთანდილმა აღიარა ქალურობა, სექსუალურობა და მაღალი კომფორტი.

თავის კოლექციაში კუტურიემ გამოიყენა ორგანზა, ნატურალური ქსოვილები და ხავერდი, უპირატესობა მიანიჭა ზღვის ტალღის ფერს, კეთილშობილ მწვანეს და ბორდოსფერს.

დიზაინერი კახაბერი თბილისის მოდის კვირეულზე შოუს დგამს - Sputnik საქართველო
მოდის შოუ: კახაბერმა Tbilisi Fashion Week-ის სტუმრები გააოცა

MBFW-ის პირველი დღე გაგრძელდა დიზაინერების Liya, Anuka Keburia, Salome, Ria Keburia Gallery და Vaska-ს ჩვენებებით. MBFW-ის გახსნის დღე მოდელიერ Datuna-ს ჩვენებით დასრულდება.

შემდგომ დღეებში მოდის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი წამყვანი დიზაინერები და მოდის სახლები, როგორებიცაა Alexander Aryutunov, Situationist, Aka Nanita, Anouki, Lalo, Diana Kvariani და Tamuna Ingorokva.

მოდის კვირეული მონაწილეები გახდებიან George Shaghashvili, Keti Chkhikvadze, Lako Bukia, Chubika, Djaba Diassamidze, Simon Machabeli, ბრენდები Dalood-ი, Mach & Mach-ი და Eloshi, მოდის სახლი Material Factory და სხვები.

ყატარელი შეიხი მოზა ბინ ნასერი - Sputnik საქართველო
რა კავშირი აქვს შეიხ მოზას საქართველოსთან

მოდური მოვლენა ბრენდ Bessarion-ის ჩვენებით დასრულდება.

თბილისში მოდის კვირეულზე მოწვეულია უცხოელი სტუმარი — ესპანელი დიზაინერი ხუან კარლოს პახარესი (Juan Carlos Pajares). მოდის კვირეულს აშუქებენ მოდის კრიტიკოსები და მოდის სფეროს ცნობილი მსოფლიო გამოცემების წამყვანი ჟურნალისტები.

ამ სეზონზე MBFW Tbilisi-ის ჩვენებები სხვადასხვა სივრცეებში იმართება, მათ შორის, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa Tbilisi), სამეფო კვარტლის თეატრში, საქართველოს მწერალთა სახლში, სასტუმრო Rooms-სა და Tbilisi Marriott-ში.

ჩვენებების და მონაწილე მოდელიერების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების ვებ-გვერდზე.

Mercedes-Benz Fashion Week-იკომპანია Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის საერთაშორისო კვირეულების სერიაა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში — მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში.

ყველა ახალი ამბავი
0