თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ჩეჩნურ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
გამოცემა გუშინ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წევრმა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველმა მექა ხანგოშვილმა წარმოადგინა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს პოემის ამერიკელი მთარგმნელის, ლინა კოფინის პოეტური თარგმანი ინგლისურ ენაზე. ის გამოცემის რედაქტორმა, პროფესორმა ნოდარ ნათაძემ წარმოადგინა. ეს პირველი თარგმანია თექვსმეტმარცვლიანი შაირის ფორმაში.
გარდა ამისა, წარმოადგინეს პოემის გერმანულ ენაზე უახლესი თარგმანი, რომელიც 2016 წელს ვენაში გამოიცა. თარგმანი წარმოადგინა გამოცემის ავტორმა რუსუდან მოსიძემ.
"ვეფხისტყაოსანი" პირველად თბილისში 1712 წელს დაიბეჭდა. ამჟამად ის 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.